"ხალხმა თავად მოიკლო და ესემესები მე მიგზავნა, მათი დახმარებით მოვიგე ბინა და მას ვერანაირად გავყიდი" - თედო ბექაურის რთული გზა წარმატებამდე - Marao

"ხალხმა თავად მოიკლო და ესემესები მე მიგზავნა, მათი დახმარებით მოვიგე ბინა და მას ვერანაირად გავყიდი" - თედო ბექაურის რთული გზა წარმატებამდე

2024-10-25 13:11:57+04:00

თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.

თედო ბექაურის ისტორია 

გაღმა ნაპირი“ თედო ბექაურის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო:

  • "სტატუსების მიუხედავად, ადამიანობა არ უნდა დაკარგო" - თედო ბექაურის გულახდილი ინტერვიუ 

"მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე.

  • "დედას გული წასვლია სიხარულით, მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია..." - თედო ბექაურის რთული, მაგრამ წარმატებული გზა 

მახ­სოვს, სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მი­თხრა, ახლა მე მა­გი­და­ზე რა­ღაც რიტმს და­ვუკ­რავ და შენ იცეკ­ვეო. მე ჯერ მორ­ცხვად ვი­დე­ქი, მერე კი უცებ ენერ­გი­უ­ლად ავ­ცეკვდი. რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და, გა­მაფრ­თხი­ლა, იცო­დე, სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი არ ჩა­ივ­ლის აღარ­სად იცეკ­ვოო. გა­და­ღე­ბე­ბი 2 კვი­რა­ში და­ი­წყო და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. მა­ნამ­დე თბი­ლისს არ ვი­ყა­ვი გა­ცი­ლე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ისე ვმორ­ცხვობ­დი და ისე­თი ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლად კარ­გავ ამ ბავ­შვთან დრო­სო. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა და ამ სა­უ­ბარ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო... გა­და­ღე­ბე­ბის დროს ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში. ისე მა­ნე­ბივ­რებ­და, სულ კი­სერ­ზე ვყა­ვდი შემჯდა­რი. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით. "გაღ­მა ნა­პი­რი" იყო პირ­ვე­ლი, ყვე­ლა გა­გე­ბით. ამ ფილმმა პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­ი­ტა­ნა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც მა­ჩუ­ქა, თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც მო­მიგ­ვა­რა. ეს ფილ­მი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ის არ ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც ახლა ვარ" - იხსენებდა თედო ბექაური. 

თედო ბექაური ახლა დაქორწინებულია, მისი მეუღლე მშვენიერი ანი ხუციშვილია. წყვილს ორი შვილი ჰყავს. ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერაზე თედომ "თბილისელებთან" ისაუბრა: 

- თედო, ვიცი, როცა ცოლი მოიყვანე, ხელმომჭირნედ ცხოვრობდი, ბინა არ გქონდა და არც სამსახური. ახლა როგორ ხარ?

- ცოლი რომ მოვიყვანე, არც ბინა მქონდა და არც სტაბილური შემოსავალი. ორბეთში, ჩემს სოფელში ვცხოვრობდით, რთულ პირობებში, განსაკუთრებით ცივ სეზიონზე. მერე ჩამოვედით, ვიქირავეთ ბინა და მეც მუშაობა დავიწყე. მძიმე სამუშაო მქონდა, ელიავაზე გათბობის მაღაზიაში, მერე – მშენებლობაზე. ფიზიკურად ძალიან მიჭირდა, მაგრამ ძალიან ვცდილობდი, ოჯახისთვის არაფერი მომეკლო. ზაფხულის პერიოდში სოფელში ვიყავით, ზამთარში კი ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავლახეთ ის პერიოდი. ახლაც ქირით ვართ. თბილისში ბინა ახლაც არ მაქვს და ვერც სამსახური ვიშოვე. მცხეთის დრამატულ თეატრში ვარ, მინიმალური, მაგრამ ხელფასი მაქვს, ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ კიდევ ვეძებ სამსახურს, მინდა, დამატებით ვიმუშაო. კი მინდა, სახლის ყიდვა, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ მაქვს. თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ორბეთში მაქვს მიწა, 2 500 კვადრატული მეტრი, რომლის გაყიდვაც მინდა და მერე ვიფიქრებ ყიდვაზე. ძალიან კარგი მიწის ნაკვეთია, თბილისთან ახლოს, ოცი წუთის სავალზე, საუცხოო ხედებითა და ადგილმდებარეობით. ვინც იყიდის და სახლს ააშენებს, ქალაქთან ახლოს სასწაული აგარაკი ექნება. არ გავყიდიდი, კი მენანება გაყიდვა, მაგრამ სხვა გაზა არ მაქვს.

- პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული რომ გახდი, ბინა ხომ გაჩუქეს?

- „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კი მოვიგე ბინა, მაგრამ ბაკურიანშია. იქ ვერ ვიცხოვრებ, თუმცა ძალიან საყვარელი ბინაა და სეზონურად ვაქირავებ.

- არ გიფიქრია, ის ბინა გაგეყიდა და თბილისში გეყიდა?

- არა! განა არ შემიძლია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავყიდი. ეს სახლი მოგებულია, უბრალოდ ნაჩუქარი რომ იყოს, შეიძლებოდა გამეყიდა. ხალხმა თავად მოიკლო და ესემესები მე მიგზავნა, მათი დახმარებით გავიმარჯვე, ბინა მოვიგე და ამას ვერანაირად ვერ გავყიდი. ჯვარი მეწეროს და რა უნდა გამიჭირდეს ისეთი, ხალხის გვერდით დგომით, მათი სიყვარულით ნაჩუქარი ბინა გავყიდო. ეს ბინა ჩემთვის შეუფასებელია.