მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. გარდა გარეგნობისა, ის თავისი ქარიზმითა და პროფესიონალიზმითაც იქცევს ყურადღებას. მისი ბოლოდროინდელი წარმატებიდან გამორჩეულია პროექტი "ვინ ვინ არის", სადაც ფასკუნჯის როლში გარდასახულმა მანიკამ გამარჯვება მოიპოვა და ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა.
ამჯერად მანიკა მეუღლესთან, ბექა წივწივაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. წყვილმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა:
მანიკა ასათიანის ოჯახი
მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება. "ექვსი წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე. თბილისის ვაკის საკალათბურთო აკადემიაში მიმიყვანეს, სადაც ჩემი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე იყო. ჩემი ოჯახის წევრები ფეხბურთელები იყვნენ და სპორტის ამ სახეობაზეც დავდიოდი, მაგრამ კალათბურთი უფრო შემიყვარდა და არჩევანი მასზე გავაკეთე. ბაბუა მყავდა კალათბურთელი, ნათლიები მყავდნენ კალათბურთელები და მათი გვერდში დგომით აღმოვჩნდი ამ სპორტში. ბევრმა დეტალმა შეუშალა ხელი იმას, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი. არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ არის განცდა, დარდი, მონატრება და რომ არა ბევრი გაუმართლებლობა, შესაძლებელი იყო, ბევრად მაღალ დონეზე მეთამაშა.
ბევრი კარგი თამაში შემეძლო ჩამეტარებინა საქართველოს ნაკრებში. თუმცა წარმატება ჩემთვის ჩემი ოჯახია და ამით ვიმშვიდებ თავს. სპორტიც – თავისთავად, მაგრამ ოჯახი ყველაფერია და ჩემი მეუღლე და შვილი მამშვიდებენ. კარიერის ბოლოს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება.
სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დასრულება. ის ემოციები მაკლია, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვინაზღაურებ. ამ პროცესში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, რამდენად მომანიჭებდა ეს ამპლუა სიამოვნებას და აღმოჩნდა, რომ ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა, პარალელურად, სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული" - ამბობდა ბექა წივწივაძე.