ვერძი
თქვენი ინტუიცია ძალიან ძლიერი იქნება. შეძლებთ უპრობლემოდ იგრძნოთ სხვა ადამიანების განწყობა და აზრები. მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ გაიგოთ ძირითადი საკითხები. ამავდროულად, შესაძლოა ფინანსური წინსვლის დროც დადგეს. მაგრამ გახსოვდეთ, ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის წინ კარგად დაფიქრდეთ.
კურო
შეეცადეთ მოიშოროთ გადაჭარბებული თავდაჯერებულობა. თუ დიდი ხანია დასვენება გეგმავთ, ახლა სწორედ ამის დროა. სასურველი იქნება, თუ სამსახურში თავს არ დაიღლით და რაც შეიძლება მეტ დროს გაატარებთ ახლობლებთან.
ტყუპები
ამ კვირაში არ აიღოთ ვალდებულებები საკუთარ თავზე. შესანიშნავი დროა პირადი ურთიერთობებისთვის. ჭკვიან, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, იპოვოთ დამატებითი შემოსავლის წყარო.
კირჩხიბი
თუ გრძნობთ, რომ ადამიანი ამპარტავანია ან თქვენს გაკონტროლებას ცდილობს, მაშინ დროა დაამტკიცოთ საზღვრები. ამ კვირაში დატვირთული იქნებით როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიაშიც. ფინანსური საკითხების მოგვარებას, სავარაუდოდ, დიდი დრო დასჭირდება.
ლომი
თუ ბოლო თვეებში შეადგინეთ გეგმა, რომლისთვისაც დიდი ძალისხმევა დახარჯეთ, მაშინ აღმოჩნდებით იმ ეტაპზე, სადაც მზად ხართ დაიწყოთ მისი განხორციელება. მოთმინება გმართებთ, რადგან უახლოეს დღეებში შესაძლოა აღმოაჩინოთ რაღაც, რაც გადამწყვეტი იქნება თქვენი წარმატებისთვის.
ქალწული
ეს დრო შეიძლება იყოს ძალიან ხელსაყრელი ახალი კონტაქტების დასამყარებლად როგორც ონლაინ, ისე რეალურ ცხოვრებაში, რადგან საუბრებსა და შეხვედრებს ბევრი სარგებელი მოაქვს. შესაძლოა, ვინმემ შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე თავისი განსაკუთრებული ხიბლით.
სასწორი
იყავით კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ - ასე უფრო კარგად შეასრულებთ დავალებას. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას. გარდა ამისა, გამონახეთ დრო ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთვის.
მორიელი
ამ კვირაში ძალიან მნიშვნელოვან საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. აუცილებლად გაიზრდება თქვენი შემოსავალიც. კარგად დაისვენეთ და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში.
მშვილდოსანი
ეს შესანიშნავი დროა ახალი ადამიანების გასაცნობად, განსაკუთრებით, თუ ისინი იზიარებენ თქვენს ინტერესებს. თუ არის ადამიანი, რომელთანაც უბრალოდ ვერ ახერხებთ ურთიერთობას ან თავს უხერხულად გრძნობთ, მაშინ მიეცით მას დრო, რადგან შესაძლოა ყველაფერი მალე შეიცვალოს. დიდი შრომა და ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. მაგრამ არ ინერვიულოთ, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება.
თხის რქა
ამ კვირაში არ არის რეკომენდებული ახალი ადამიანების გაცნობა. შუა კვირაში შეიძლება მწვავე კონფლიქტში აღმოჩნდეთ - შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
მერწყული
ეს კვირა კარგად ჩაივლის. ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით განხორციელდება. მეგობრები და საყვარელი ადამიანები მუდამ თქვენ გვერდით იქნებიან. შეიძლება ძველ ნაცნობთან ურთიერთობების აღდგენაც.
თევზი
უახლოეს დღეებში შესაძლოა მზად აღმოჩნდეთ რაიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებულის წამოსაწყებად. ამ კვირაში ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ მოხდება - სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. მთავარია, სიზარმაცე დაძლიოთ.