ხატია ბუნიათიშვილი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსია. ბუნიათიშვილი, რომელიც პირველად 6 წლის ასაკში გამოვიდა თბილისის კამერულ ორკესტრთან, Associated Press-თან ისაუბრა ცნობადობის, მოცარტისა და კლასიკური მუსიკის შესახებ:
"ძალიან ადვილია გახდე ნარცისი, თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევ, ვფიქრობ, როცა ხელოვანი ხარ, შეიძლება ჩანდეს, რომ ყველაფერი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად მეტია. საუბარი არ არის ერთ ადამიანზე. საუბარია იმაზე, თუ რას ტოვებ.
როგორი იყო ჩაწერის პროცესი „მოცარტი: საფორტეპიანო კონცერტები Nos. 20 & 23?“ შექმნისას?
ამ ჩანაწერში განსაკუთრებული ის იყო, რომ ორკესტრთან ერთად ვმუშაობდი, კამერული ორკესტრით, მაგრამ დირიჟორების გარეშე - მე ვხელმძღვანელობდი ორკესტრს. ასე რომ, ეს განსაკუთრებული გრძნობა იყო... ორკესტრთან ურთიერთობ და მათთვის დამაჯერებელი უნდა იყო, რადგან დირიჟორი არ ხარ. ... მათ უნდა აგრძნობინოთ ის, რაც სინამდვილეში არიან: ძალიან უნიკალური და შეუცვლელი.
ვამაყობ, რომ ამას მივაღწიე დამოუკიდებლად - დირიჟორების, კაცების დახმარების გარეშე. ხანდახან მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები არ მპატიჟებდნენ. ასეთ დროს ვამბობ: „არაა პრობლემა, მარტო დავუკრავ“.
ხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში". იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
"იშვიათად მინახავს მოცეკვავე პიანისტი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი "საუკეთესო დედა" - ხატია ბუნიათიშვილი პატარა შარლოტასთან ერთად პარიზში
2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.
1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.
გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.