44 ტოპ-მოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი ორსულადაა. ტომ ბრედის ყოფილი მეუღლე დედა მეოთხედ გახდება. ბავშვის მამა მისი შვილების, „ჯიუ-ჯიცუს“ 36 წლის ინსტრუქტორი, ხოაკინ ველანტეა, რომელთანაც ლამაზმანი მეუღლესთან განშორებიდან მალევე დააფიქსირეს. წყაროს ცნობით, ცნობილი წყვილის განშორების მიზეზიც, სწორედ მოდელის ღალატი გახდა.

ჟიზელ ბიუნდჰენი
გერმანული წარმომავლობის ბრაზილიელი სუპერმოდელია.
ჟიზელი გაიზარდა სამხრეთ ბრაზილიის პატარა სოფელ ჰორიზონტინაში. მას ჰყავს ხუთი და. მისი კარიერა დაიწყო 14 წლის ასაკში და უკვე რამდენიმე წელიწადში ის ხდება Dolce & Gabbana-ს პარფიუმის სახე. მისი შემოსავალი 33 მილიონ დოლარს აღემატება.
მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატარა ასაკიდანვე საკუთარი პრინციპები და ღირებულებები ჩამოუყალიბდა, რომელთა ერთგულიც ბოლომდე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, მაინც ახერხებდა, თავი გაერთმია რთული დავალებებისთვის. ამას თან ერთვოდა ჯანმრთელობის პრობლემები - პანიკური შეტევები - რომლებსაც ყავით, ალკოჰოლითა და სიგარეტით ებრძოდა.
"მე რთული გზა გავიარე, სანამ მივხვდებოდი, რა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება" - თქვა მან ინტერვიუში.
ჟიზელ ბიუნდჰენმა ყოფილ მეუღლესთან განქორწინების შესახებაც ისაუბრა:
"დაშორება არასოდესაა ადვილი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მედია შენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. სტრესთან გამკლავებაში შვილებზე ზრუნვა და საოცნებო პროექტებზე ფიქრი დამეხმარა" - ამბობს მოდელი.
ჟიზელ ბიუნდჰენი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტომ ბრედი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ. გადაწყვეტილების შესახებ ბიუნდჰენმა და ბრედმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე დაწერეს.