ჩვენს ცხოვრებაში ბევრი გარდამტეხი მომენტია და ერთ-ერთს წარმოადგენს - ფერი. ის ყველგან და ყველაფერში ჩვენს გარშემოა, და მნიშვნელოვან ენერგიას და ინფორმაციას ატარებს. იცით, რომ ფერი შეიძლება იყოს წარმატების და ბედნიერების გასაღები? დიახ, ყველა ადამიანს თავისი ფერი აქვს, რომელიც განისაზღვრება მისი დაბადების თარიღის ნუმეროლოგიური გამოთვლით და შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში პოზიტიური ენერგია და წარმატება მოიზიდოს. ფერებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ და პირადი ფერის განსაზღვრა, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში წარმატების და ბედნიერების მოსაზიდად.
ამ სტატიაში წარმოდგენილი გამოთვლის მარტივი მეთოდით, შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რომელია ბედნიერების და წარმატების მომტანი ფერი თქვენი დაბადების რიცხვის მიხედვით.
მათთვის, ვინც დაიბადა 1, 10, 19 და 28 რიცხვებში
წარმატების ფერებია: ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ოქროსფერი და სპილენძისფერი. რეკომენდებულია ამ ფერების გამოყენება სამოსში და აქსესუარებში, რათა შეძლოთ ბედნიერების და წარმატების მოპოვება. მოერიდეთ შავს და მუქ ბორდოსფერს - მათ შეუძლიათ განდევნონ თქვენი ცხოვრებიდან კეთილდღეობა.
2, 11, 20 და 29 რიცხვებში დაბადებული ადამიანებისთვის
თეთრი, ბეჟი, პასტელური ტონები, ნარინჯისფერი და ლურჯი, ენერგიის შევსების წყაროა და დაეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ რიცხვებში დაბადებულები უნდა მოერიდონ წითელ და შავ ფერებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ყოფნისას.
თუ 3, 12, 21 და 30 რიცხვებში ხართ დაბადებული
ვარდისფერი, ლილისფერი და მუქი წითელი - უდიდეს წარმატებას მოგიტანთ და გარშემომყოფების ყურადღების სრულად მიპყრობაში დაგეხმარებათ. თუმცა, უნდა მოერიდოთ შავი, მწვანე და მუქი ლურჯი ფერების ტარებას.
ადამიანებისთვის, ვისი დაბადების რიცხვებიც არის - 4, 13, 22 და 31
ხაკისფერი, ლურჯი, იისფერი - წარმოადგენს სითამამის და პრინციპულობის ფერებს. ატარეთ ეს ფერები იმისათვის, რომ საკუთარი მიზნების განხორციელებას შეუწყოთ ხელი. მოერიდეთ შავ ფერს, რომელსაც შეუძლია წარუმატებლობა მოიზიდოს თქვენს ცხოვრებაში.
მათთვის, ვინც დაიბადა 5, 14 და 23 რიცხვებში
თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი - მნიშვნელოვანი ფერებია კომუნიკაბელურობის გამოვლენისთვის. ამ ფერებში გაგიმარტივდებათ ნებისმიერი სახის კონტაქტის დამყარება და სასურველი მიზნების მიღწევა. მოერიდეთ შავ და მუქ მწვანე ფერებს, რათა არ გამოიცალოთ ენერგიისგან.
წაიკითხეთ სრულად