"ბევ­რი ვი­ტან­ჯე, ბევ­რჯერ შევ­ცდი, მაგ­რამ მიყ­ვარ­და" - ბავშვთა პანსიონიდან მსოფლიო კინოს ლეგენდობამდე: ალენ დელონის ცხოვრება - Marao

"ბევ­რი ვი­ტან­ჯე, ბევ­რჯერ შევ­ცდი, მაგ­რამ მიყ­ვარ­და" - ბავშვთა პანსიონიდან მსოფლიო კინოს ლეგენდობამდე: ალენ დელონის ცხოვრება

2024-10-30 15:46:26+04:00

2024 წლის 18 აგვისტოს ალენ დელონის ეპოქა დამთავრდა - მსახიობი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და თან წაიყოლა არაერთი თაობის დიდი სიყვარული და პატივისცემა.

ბავშვობა

ალენ ფაბიენ დელონი 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა. მამა, კორსიკელი ფაბიენ დელონი ო-დე-სენის ქალაქ სოში პატარა კინოთეატრის მმართველი იყო, დედა, ედიტი კი — ფარმაცევტი. 1939 წელს მშობლები განქორწინდნენ და პატარა ალენი ჯერ ნეორების ოჯახმა იშვილა.

ნეროების ოჯახი ფრენიეს ციხესთან ახლოს ცხოვრობდნენ - მუსიე ნერო ციხის დარაჯად მუშაობდა. მოგვიანებით ალენი იხსენებდა, რომ ციხის ეზოში, 1945 წლის 15 ოქტომბერს პიერ ლავალის დახვრეტასაც კი უყურა.

  • "დელონი არ მომკვდარა... ის მარადიულია" - ალენ დელონის ქალიშვილი მამის აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს 
  • ქალები ალენ დელონის ცხოვრებში, საინტერესო ფაქტები და მოგონებები ლეგენდის წარსულიდან 

ამ ოჯახში რამდენიმე წელი გაატარა და ძალიან თბილად იგონებდა იმ წლებს. მშობლების სახლში მხოლოდ ნეროების ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა.

შემდეგ კი სენ-ნიკოლა დ'ინის კათოლიკურ პანსიონში მიაბარეს, სადაც მთელ ახალგაზრდობა გაატარა. იგი მეამბოხე და უდისციპლინო ბავშვი იყო, რის გამოც სკოლიდან 6-ჯერ გააგდეს. მალე ალენის დედა მეორედ დაქორწინდა პოლ ბულონზე, რომელიც ძეხვეულის ფაბრიკაში მუშაობდა. ალენი მამინაცვლის პროფესიას დაეუფლა და მოგვიანებით მისი საქმიანობა გააგრძელა, თუმცა ეს საერთოდ არ ხიბლავდა.

ომი

17 წლის ასაკ­ში დე­ლონს ახა­ლი ოც­ნე­ბა გა­უჩ­ნდა - გამ­ხდა­რი­ყო მფრი­ნავ-გა­მომ­ცდე­ლი. მაგ­რამ მის ოც­ნე­ბას ახ­დე­ნა არ ეწე­რა. იმ წელს სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში მი­ღე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ხოლო მომ­დევ­ნო წლამ­დე ცდა თა­ვად დე­ლონს არ სურ­და. ამი­ტომ, ალე­ნი ფრან­გულ არ­მი­ა­ში ჩა­ე­წე­რა. ეს მას პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვით არ გა­უ­კე­თე­ბია - მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბამ და­ა­ინ­ტე­რე­სა. 200 000 ფრან­კი წე­ლი­წად­ში - სწო­რედ ამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ ფრან­გი ოფიც­რე­ბი 1953 წელს.

თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ­გაზ­რდა დე­ლო­ნი ბრეს­ტის ბი­უ­რო­ში, მატ­რო­სე­ბის ნაკ­რებ­ში გაგ­ზავ­ნეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მისი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა არა­საკ­მა­რი­სი იყო მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სი­ის ასათ­ვი­სებ­ლად. ახალ­გაზ­რდა დე­ლონს ორი გზა ჰქონ­და, გამ­ხდა­რი­ყო შიკ­რი­კი, ან ეს­წავ­ლა.

დე­ლონ­მა მე­ო­რე გზა აირ­ჩია. ამ­გვა­რად ალენ დე­ლო­ნი პონ-რე­ან­ში, საფ­ლო­ტო მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა, ხოლო ცოტა ხან­ში ინდო-ჩი­ნე­თის ომში გა­იწ­ვი­ეს.

"ომმა ჩემ­ში სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა - მან ჩემ­ში ილუ­ზი­ი­სა და იმე­დის ნარ­ჩე­ნე­ბი ჩაკ­ლა. მე იქ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვეჩ­ვიე ბავ­შვად ყოფ­ნას. იქ ბევ­რი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ თავს მა­მა­კა­ცად ვგრძნობ­დი, თუმ­ცა მა­შინ ასე­თი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ "მა­მა­კაცს" ვთა­მა­შობ­დი - ია­რა­ღი მქონ­და", - იხსენებდა მსა­ხი­ო­ბი.

კარიერა

1956 წელს, ალენი პარიზში დაბრუნდა და ლუდის ბარში მიმტანად დაიწყო მუშაობა. ბარი ელისეს მინდვრებთან ახლოს მდებარეობდა. თუმცა ეს სამსახური დიდად არ მოსწონდა: "ადმინისტრატორი, მეტრდოტელი, უფრო მიმტანი - ყველა მიყვიროდა, როგორც რიგით მიმტანს. ჩემი ხასიათის მქონე ადამიანს ასეთი მოახლური თანამდებობის მიღება გამიჭირდა", - ამბობდა ალენი.

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მალე უმუშევარი დარჩა. აღარც სწავლის ფული ჰქონდა და ბურ-ლა-რენში დაბრუნებაც არ უნდოდა.

პარიზელი მეგობრების რჩევით, პროდიუსერებს აჩვენა თავისი ფოტოები. თუმცა უმრავლესობა ასე პასუხობდა - "მეტისმეტად ლამაზი ხართ კინოსთვის".

წარმატება

სწორედ ერთ-ერთ კასტინგზე გაიცნო დამწყები მსახიობი ჟან-კლოდ ბრიალი. დაუმეგობრდა და მასთან ერთად კანის კინოფესტივალზე გაემგზავრა, რომ ვინმეს შეემჩნია.

კანში მართლაც შენიშნეს ლამაზი ბიჭი, ოღონდ, ამერიკელებმა. იმპრესარიო ჰარი უილსონი მისით დაინტერესდა - ის გარდაცვლილი ჯეიმს დინის შემცვლელს ეძებდა.  ალენმა კასტინგი წარმატებით გაიარა და უილსონმა ჰოლივუდში 7-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. კონტრაქტის პირობა იყო, რომ მას ინგლისური სცოდნოდა. სამი თვე მისცეს ვადა, რომ ესწავლა და პარიზში სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა.

მაგრამ ამასობაში სამშობლოშიც შეიცვალა სიტუაცია. ბრიალიმ ალენი ცნობილ კინორეჟისორს ივ ალეგრეს გააცნო და მან დაარწმუნა დამწყები მსახიობი, კარიერა სამშობლოში დაეწყო - პატარა როლიც მისცა ახალ ფილმში...

კი­ნო­დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ დე­ლო­ნი მარკ ალეგ­რემ გა­და­ი­ღო ფილმში - Be Beautiful But Shut Up, მაგ­რამ ძმე­ბი ალეგ­რე­ბის ფილ­მებ­ში პა­ტა­რა რო­ლებს ალე­ნის­თვის აღი­ა­რე­ბა არ მო­უ­ტა­ნია. ნამ­დვი­ლი აღი­ა­რე­ბა მსა­ხი­ობ­თან 1960 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც შედ­გა რენე კლე­ი­მა­ნის დე­ტექ­ტი­უ­რი სუ­რა­თის Purple Noon (Plein soleil) პრე­მი­ე­რა. მა­შინ ალა­პა­რაკ­დნენ დე­ლონ­ზე, რო­გორც ნიჭ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს ეხა­მე­ბო­და "ეშ­მა­კის სული" და "ან­გე­ლო­ზის სახე". მსოფ­ლიო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ დე­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გა­რე­თაც გა­იც­ნეს. ამ დროს დე­ლო­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას იღებს ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის­გან - ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტის­გან. ასე და­ი­წყო იტა­ლი­უ­რი ხანა დე­ლო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

პირადი ცხოვრება

"ბევ­რი ვი­ტან­ჯე, ბევ­რჯერ შევ­ცდი, მაგ­რამ მიყ­ვარ­და" - ამ ერთი ფრა­ზით აღ­წე­რა მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი ქალი არ­სე­ბობ­და მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში? ოფი­ცი­ა­ლუ­რად დე­ლო­ნი 3 ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, კი­დევ ორი ქალი იყო, რო­მელ­თაც არა­ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ალენ დე­ლო­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე.

რომი შნაიდერი

ალენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი იყო მსახიობ რომი შნაიდერთან. მათი ურთიერთობა 1958 წელს ფილმ „კრისტინას“ გადაღებების დროს დაიწყო, წყვილი დაინიშნა, მაგრამ 1963 წელს დაშორდნენ.

"უნდა დაგემშვიდობო, ჩემო თოჯინა. ჰო, ასე გეძახდი, ჩემო პატარა თოჯინა. ახლა მეც შენსავით მარტო ვარ, შენს გვერდით ვზივარ და გიყურებ, როგორ გძინავს. გრძელი, შავი კაბა გაცვია, წითელი ნაქარგებით, მგონი ყვავილები უნდა იყოს, მაგრამ ყვავილების მაგივრად შენს სახეს ვუყურებ და პირველად გხედავ ასე დამშვიდებულს. თითქოს ვიღაცამ ყველა დარდი ერთი ხელის მოსმით მოგაშორა. ვფიქრობ შენზე, ჩემზე, ჩვენზე... ნუთუ ჩემი ბრალია?! ვიცი, რომ სიცოცხლე გინდოდა, ვიცი, რომ თავს არ მოიკლავდი, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმ ტკივილის, რომელსაც გულით ატარებდი. გთხოვ, მაპატიე... მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ჩემო თოჯინა, გიყურებ, როგორ გძინავს და თვალს ვერ გწყვეტ. როგორ მინდა შენი ყველა ნაკვთი დავიმახსოვრო. არასოდეს ყოფილხარ ასეთი მშვიდი და მშვენიერი. გერმანული დღემდე არ ვიცი, მაგრამ შენ ერთი ფრაზა მაინც მასწავლე: “მე შენ მიყვარხარ”... ჰო, ძალიან მიყვარხარ, ჩემო თოჯინა. მე შენ ყოველთვის მეყვარები”, - ეს ალენ დელონის ყველაზე ცნობილი წერილია რომი შნაიდერისადმი, სადაც მათი დიდი სიყვარულისა და, ასევე, დიდი ტრაგედიის ნათლად ამოკითხვა შეიძლება.