"იმედიანი და შემართებით სავსე ლიკა…" - 35 წლის ლიკა ქავჟარაძის გულახდილი ინტერვიუ პირადზე, ოჯახსა და საოცნებო როლებზე - Marao

"იმედიანი და შემართებით სავსე ლიკა…" - 35 წლის ლიკა ქავჟარაძის გულახდილი ინტერვიუ პირადზე, ოჯახსა და საოცნებო როლებზე

2024-10-30 17:25:42+04:00

რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ქა­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ლა­მა­ზე­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, უპირ­ვე­ლე­სად იხ­სე­ნე­ბენ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს... ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი რიტ­მით მი­დის, არა­ფერს გვი­თან­ხმებს... მა­რა­დი­ულ მა­რი­ტად ქცე­უ­ლი ლიკა უკვე წლე­ბია აღარ ამ­შვე­ნებს დე­და­მი­წას. "ფე­ის­ბუქ­ში" არ­სე­ბობს გვერ­დი "ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე", რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ფო­ტო­ებსა და ვიდეოებს აქ­ვეყ­ნებს. გთავაზობთ ამონარიდს ლიკა ქავჟარაძის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

- სახელი, გვარი...

ლიკა ქავჟარაძე.

- ოჯახური მდგომარეობა?

ვარ დაოჯახებული. მყავს ქმარი და ერთი შვილი. ვცხოვრობთ დედამთილთან და დედამთილის დედასთან ერთად. ასე ვთქვათ, ორი დედამთილი მყავს. 

  • "უცებ ლიკა წამოხტა, რას ლაპარაკობ, ჩვენ ამათ ყველას ფორას მივცემთო" - ლიკა ქავჟარაძის უცნობი ისტორია 
  • "როგორიც ლიკა სინამდვილეში იყო..." - ლიკა ქავჟარაძე იური მეჩითოვის ობიექტივში და ქართველი ვარსკვლავის აქამდე უცნობი კადრები -- 

- თქვენი ძირითადი პროფესია?

- ბავშვობაში მეგონა, რომ პიანისტი გავხდებოდი, მაგრამ მოგვიანებით კინომ გამიტაცა.

- როგორ მოხვდით კინოში?

- 12 წლის ვიყავი. რეჟისორის ასისტენტმა დამინახა და ფილმ "შადრევანში" მონაწილეობა შემომთავაზა.

- თქვენი საყვარელი როლი?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა "ნატვრის ხეზე" საუბრობს, ჩემი საყვარელი როლი ფილმში "ჩაკლული სული". 

- რა არის სილამაზე?

- მამჩნია, რომ სილამაზე არის ახალგაზრდობა.

- გაიხსენეთ "ნატვრის ხეზე" მუშაობის პროცესი...

- ძალიან რთული პროცესი იყო. ჩემთვის პირველი სერიოზული როლი იყო. ბოლო სცენა ძალიან კარგად მახსოვს.

- თქვენთვის მისაბაძი მსახიობი?

- მერილ სტრიპი.

- გითქვამთ თუ არა უარი როლზე?

- ოჯახური პირობების გამო ბევრ როლზე მითქვამს უარი და ძალიან ვნანობ.

- როლი, რომელზეც ოცნებობთ...

- მინდა, კინოში მუსიკოსი განვასახიერო.

- ყველაზე დიდი წარმატება თქვენს ცხოვრებაში?

- 16 წლის ვიყავ, როცა მე და თენგიზ აბულაძე ირანში კინოფესტივალზე წავედით. 

- რას სთხოვდით ნატვრის ხეს?

- ყველაფერ კარგს.

- რა თვისებებს აფასებთ ადამიანში?

- ერთგულებას.

- რა როლს თამაშობს რელიგია თქვენს ცხოვრებაში?

- რელიგიური დედის გარდაცვალების შემდეგ გავხდი.

- ყოფილა თუ არა თქვენი პირადი ცხოვრება ჭორების საგანი?

- კი, და ეს ძალიან მტკენს გულს.