ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალად ითვლება. ახალგაზრდა მოდელი მრავალშვილიანი დედა, დიასახლისი და პარალელურად, აქტიური ფოტომოდელია. რუსას ცხოვრების გზა საინტერესო დეტალებით არის სავსე.
მოდელი და ტელეწამყვანი დღემდე იდეალურ ფორმაშია. რუსა მუდამ თავს უვლის და ფორმაში ყოფნასთან ერთად, სხვა უამრავ საქმეს ასწრებს. რუსა ტელეეკრანებზე უკვე იშვიათად ჩნდება, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას არ წყვეტს და დღემდე რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა.
დიდ მოწონებას იმსახურებს რუსა ჩაჩუას სტილიც:
"კონკრეტული სტილი არ მაქვს. მიყვარს და მომწონს ყველაფერი, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მიხდება ან ვერ ვირგებ, მაგრამ სხვა ადამიანის სხეულზე ძალიან მომწონს."
"ჩემთვის მოდის კერპი არის ყველა გემოვნებიანი ადამიანი. ოჯახის წევრები − ბებია, რომელიც იყო ყველაზე ლამაზი და გემოვნებიანი. დედა, რომელიც დღემდე ჩემთვის ყველაზე დახვეწილი, ელეგანტური და ქალურია. ასევე − ჩემი დები."
"საყვარელი ბრენდი ბევრია. ვერ დავკონკრეტდები, რადგან ვერ ამოვწურავ ამ თემას. დიზაინერი მყავს, რომელზეც შემიძლია გაუთავებლად ვისაუბრო. ეს არის ჰაიდერ აკერმანი − სტილი, ფორმები, ფერები, თარგები, მასალის გამოყენება, თხელი და სქელი ქსოვილის შეხამება, ტყავის აქსესუარები. ეს არის მართლაც უნიკალური ადამიანი, რომელიც გვამოგზაურებს როგორც აზიაში, ასევე ყველაზე დახვეწილ ევროპის ცივილიზაციაში."
"ტენდენციური არის ის, რაც მე მომწონს. საყვარელი ფერი არ მაქვს, რადგან ყველა ფერი საყვარელია ჩემთვის."