ოთო ბაზერაშვილმა დუბაიში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, ტალანტის კატეგორიაში გრანპრი მოიპოვა.
კადრებს სოციალურ ქსელში ოთოს დედა, ანა დათულიშვილი გვიზიარებს.
„გრანპრი საქართველოში მოგვაქვს. არ იყო ადვილი, ძალიან რთული გზები გავიარეთ, მაგრამ ოთომ ეს შეძლო თქვენი გვერდში დგომით.
საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა დუბაიში. სადაც 30 ქვეყანას შორის, ოთო ტალანტის კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას.
ჩემი პოსტის საშუალებით, მადლობა მინდა გადავუხადოთ: ეროვნულ დირექტორს და საერთაშორისო ჟიურის წევრს ქალბ. ეკა მგალობლიშვილს, ოთოს უსაყვარლეს პედაგოგს ქალბ. მანანა მორჩილაძეს, რომელმაც ოთო მოამზადა საკონკურსო. ქალბ ნათია ოქროაშვილს – სიმღერის არანჟირება.
ტურისტულ კომპანიაGo Tour – ქალბ ნინო წიკლაურს. ნაყინის ბრენდ ,,პინგო-ს’’სასტუმრო ,,ზუზუმბო-ს’’.თითოეულ თქვენგანს ვინც ერთი კვირის განმავლობაში ოთოს გულშემატკივრობდა“, – წერს ანა დათულიშვილი.