თაკო გაჩეჩილაძე უკვე არაერთი წელია, ბევრისთვის საყვარელი სახეა, თუმცა დაოჯახების შემდეგ მან საქართველო დატოვა და ტელეეკრანებზეც იშვიათად ჩნდებოდა. უკვე ორი წელია, რაც თაკო ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ამჯერად ის "ინსტაგრამზე" შვილების ფოტოს აქვეყნებს:
თაკო გაჩეჩილაძე
თაკო გაჩეჩილაძე 1983 წლის 17 მარტს დაიბადა. 7 წლიდან გუნდში მღეროდა. შემდეგ იყო „ბასტი ბუბუ” და სიმღერა „პეპი გრძელი წინდა”, რომლითაც კიკინებიანმა გოგომ ყველას თავი დაამახსოვრა და ასე მოვიდა ბავშვობიდან პოპულარობა.
მუდმივად განვითარებაზე ზრუნავს და მისი მუსიკალური ნიჭი საზოგადოებას უყურადღებოდ არასდროს დაუტოვებია. მიღებული აქვს უამრავი გრან-პრი და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
"ზოგადად, ტრადიციების მიმდევარი და პატრიოტი ადამიანი ვარ. ყოველთვის საზღვარგარეთ ცხოვრება მინდოდა - და ეს ოცნებაც ამიხდა. ცოლად გავყევი უცხოელს და ვენაში აღმოვჩნდი. ვენა ულამაზესი ქალაქია, თავისი კულტურით, მუზეუმებით...
მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მენატრებოდა საკუთარი ოჯახი, დედა, მამა, და, მეგობრები, ძალიან მენატრებოდა თბილისი. პირველ რიგში, თბილისის ანძა. რადგან ანძა არის ჩემი სახლის სიმბოლო. როცა საშუალება მაქვს, სულ მოვდივარ თბილისში. თბილისის ანძას დავინახავ თუ არა, სასწაული გრძნობა მეუფლება - მგონია, რომ დაცული ვარ. ახლა მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება არ მინდა" - ამბობს თაკო გაჩეჩილაძე.
2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ "ევროვიზიამ" მას გამარჯვება ვერ მოუტანა, სწორედ იქ გაიცნო მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს.