"ნახვამდის სიყვარულო, გამარჯობა ვნება" - ალექსანდრა პაიჭაძის ვიდეო გადასაღები მოედნიდან - Marao

"ნახვამდის სიყვარულო, გამარჯობა ვნება" - ალექსანდრა პაიჭაძის ვიდეო გადასაღები მოედნიდან

2024-11-03 18:37:43+04:00

"ნახვამდის სიყვარულო, გამარჯობა ვნება" - წერს მოდელი და მსახიობი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს სერიალის "მარჯვენა სანაპიროს" გადაღებებიდან, სადაც ის, მსახიობ დავით დვალთან ერთად მინაწილეობს.

ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და  გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.

  • "მე და დემეტრე მარტოც დავდივართ დასასვენებლად" - ალექსანდრა პაიჭაძე დედობასა და შვილთან ურთიერთობაზე 

„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. 

  • „საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა" - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა დაშორდნენ 

ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს.