ცნობილი ნათლია და პოპულარული სტუმრები: კადრები ლელა კილაძისა და გიორგი ცაგარელის შვილის ნათლობიდან - Marao

ცნობილი ნათლია და პოპულარული სტუმრები: კადრები ლელა კილაძისა და გიორგი ცაგარელის შვილის ნათლობიდან

2024-11-03 18:49:05+04:00

ლელა კილაძემ და გიორგი ცაგარელმა შვილი, ანდრია ცაგარელი მონათლეს. ნათლობას არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, რეჟისორი დავით დოიაშვილი და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე ესწრებოდნენ. პატარა ანდრიას ნათლია კი ტელესახე თიკო სადუნიშვილი გახდა. ფოტოები სოციალურ ქსელში ლელა კილაძემ გააზიარა. 

ლელა კილაძე

ლელა კილაძის პარტნიორი მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა საზოგადოებაში, როგორც წყვილი, ხშირად ჩნდებიან. 

 გიორგი ცაგარელი მანამდე ასევე მუსიკოს ლიზა ბაგრატიონს ხვდებოდა. ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად, დაშორების მიზეზებზე კი არ უსაუბრიათ.

ლელა კილაძისთვის ეს მეხუთე შვილია, გიორგი ცაგარელისთვის - პირველი. 

ლელა კილაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. ლელა კი­ლა­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბა მე­ო­რე იყო გიგი უგუ­ლა­ვას­თვი­საც, მა­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ტასო და თი­ნა­თი­ნი ჰყავს. 

  • ლელა კილაძესთან დაშორების შემდეგ, გუკა რჩეულიშვილი კვლავ შეყვარებულია - ვინ არის მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი 

ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ ერთმანეთი მერიაში გაიცნეს. ლელა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ორივეს ჰყავდა ოჯახი და შვილები. გიგის ცოლი თაკო ცაგურია იყო, ლელას ქმარი - ნიკა მაჭარაძე. ლელა კილაძე დიდხანს მალავდა უგულავასთან რომანს და ამის გამო სამუშაოდ სააკაშვილთან გადავიდა. ისინი ერთად ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ. ლელა კილაძე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა გახდა.

ხმები უგულავას და კილაძის დაშორების შესახებ პერიოდულად ვრცელდებოდა. დაშორების შესახებ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა:

"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ." - წერდა უგულავა. 

  • "ბაღი, სა­დაც გა­დავ­რჩი" - ლელა კილაძის ოთხი ქმარი და სკანდალებით სავსე პირადი ცხოვრება 

რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, უცნობია, თუმცა ბევრი აღნიშნავდა, რომ მიზეზი ლელას "ცხოვრების სტილი" იყო.

"ყველაფერში დამნაშავე ლელას ცხოვრების სტილია. დიდი ხანია, ის და თბილისში კარგად ცნობილი ერთ-ერთი ოჯახის დედისერთა შვილი ყველგან ერთად დადიოდნენ და ახლო ურთიერთობას არც მალავდნენ... მათი სამეგობრო წრე ხშირად იკრიბებოდა, მთელი ღამის განმავლობაში "გუგუნებდნენ", სვამდნენ... ლელას ამგვარი ცხოვრების სტილის გამო პრობლემებიც დაიწყო. მაგალითად, ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევდა. ამის გამო დედამისმა ლელა ოთხი დღით სახლშიც გამოკეტა, მაგრამ... როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ორთაჭალაში, ერთ-ერთ კაფეში, რომელიც კილაძის მეგობარს ეკუთვნის, ჩვეული "გუგუნისას", როგორც ამბობენ, ლელას მსუბუქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მოუვიდა. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. კილაძის ახლობლები დილის 6 საათზე მიცვივდნენ კაფეში, ლამის კარი ჩამოიღეს ბრახუნით. როცა ლელა ამ დღეში ნახეს, ძალიან გამწარდნენ. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ უგულავასთან ციხეში მეგობრები მივიდნენ და ყველაფერი უთხრეს... ურჩიეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიეღო. უგულავამაც მიიღო გადაწყვეტილება და კილაძეს ოფიციალურად გაშორდა. რაც შეეხება კილაძეს, ის დავით კეზერაშვილმა სასწრაფოდ ინგლისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ყველა ხარჯს "კეზერა" ფარავს..." - ამბობდა ლელას ოჯახის ახლობელი.

წაიკითხეთ სრულად