ნანუკა გულუა დღეს იუბილარია და 41 წლის გახდა.
მსახიობი სასიხარულო ინფორმაციასაც გვიზიარებს და გვამცნობს რომ მესამე შვილის მოლოდინშია.
„ჩემი 4 ნოემბერიც დადგა მთელი წელი ისე ველოდები ამ დღეს როგორც ახალ წელს… ფული, შური, ორპირობა, ღალატი, გაუტანლობა, ეჭვიანობა, ბოღმა ეს ის სიტყვებია რაც ჩემს გონებას და გულს არასოდეს გაკარებია, რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის და ჩემი საამაყო მშობლების… მიყვარს ადამიანები ,მიყვარს ჩემი მეგობრები, ჩემი დიიიიდი ოჯახი, ჩემი სამსახური, მიყვარს მათთვის ცხოვრების გახალისება, მათი ერთგულება, მოფერება, გვერდში დგომა…
ჩემს ცხოვრებაში პირდაპირ ზეიმი შემოგაქვთ ჩემებს…მე კი ამ სამყაროსგან და უფლისგან მადლობად ვიღებ: კახა კაშიას, ნინა კაშიას, ირაკლი კაშიას და მუცელში ახალ კაშიას :)) და ყველას გიხდით მილიონ მადლობას რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში და შემოგაქვთ ბედნიერება-მილიონად დაგიბრუნებთ ყველას!!! პ.ს შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილ! 41“, – წერს ნანუკა გულუა.
ნანუკა გულუა და კახაბერ კაშია
„საერთოდ არ გვაქვს ლამაზი სიყვარულის ისტორია, ჩქარა მოხდა ყველაფერი, მეგობრობიდან უცებ ცოლ-ქმარი გავხდით. მერე პირველი შვილი, მეორე - მეორე. დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. ვიძახი, რომ კახას ბიძამ მომიყვანა ცოლად, მან გადაწყვიტა და ჩვენ დავეთანხმეთ“, - ამბობდა ნანუკა რადიო "ფორტუნასთან".
„ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხომ არ გინდა, დოჩი გაგაცნოო. არა, მაგას ვინ აიტანს-მეთქი, ვუთხარი. კონფერენცია იყო და იქ გავიცანი. მაშინვე დაგვარქვეს ცოლ-ქმარი, არ ვიცი, რატომ მოხდა ეს. მერე ძალიან დავმეგობრდით. დოჩის როლის შესრულების დროს ძალიან ბუნებრივია, ცხოვრებაშიც არის ცოტა „დოჩი“. თუმცა, იქ როგორი მომთმენი მეუღლეც ჰყავდა, რეალურ ცხოვრებაში ასეთი არ შეხვდა, შესაბამისად, მთლიანად დოჩი ვერა… ვერ გაშალა ბოლომდე ფრთები”, - ამბობდა კახა კაშია.
ნანუკას და კახას ორი შვილი, ნინა და იკა ჰყავთ. როგორც ნანუკა ამბობს, მას განსაკუთრებული მამა ჰყავდა და სურდა, მის შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ:
„საოცნებო ქმარია. მე მამა მყავდა, რომელიც სულ ოჯახისა და შვილებისთვის იყო. სულ ვოცნებობდი, რომ ჩემს შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ. თუ არსებობს გამოთქმა „კრუხი დედა“, ეგეთი ვარ. შვილები არის აღმატებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ესენი კარგად მყავდნენ.
გავა-გამოვა და ისევ მესამე ბავშვის გაჩენის თემამდე მივდივართ. ნინა რომ გაჩნდა, ვიცოდი, რომ უნდა გადამედო ყველაფერი და აუცილებლად ჰყოლოდა და ან ძმა. დაჰყავს კიდეც. ახლა როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება.