ნატალია ყიფშიძე დედის, კრისტი ყიფშიძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ზღაპარში წაკითხულ პრინცესებს დედად ვხედავდი. მე ასაკი მემატება, კრისტი კი დღემდე ახერხებს ჩემს გაოცებას. ყველაზე მეტად ჩვენების მოლოდინში ხალხის მოსმენა მიყვარს: ყველა კრისტის გამოსვლას ელოდება. 30 წელია პოდიუმზე დგას და მისი კაშკაშა ენერგეტიკა დროთა განმავლობაში უფრო ხშირდება!
"30 წლის წინ პირველად გავიარე პოდიუმზე. სამყაროს მადლობელი ვარ, რომ ამ თავგადასავლებით სავსე გზაზე ასეთ ადამიანებს შემახვედრა", - დაწერა თავად კრისტი ყიფშიძემ.
კრისტი ყიფშიძე
"1994 წელი იყო, ურთულესი დრო, არსად არაფერი არ ხდებოდა. იყო მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული სივრცე - სასტუმრო „მეტეხი“ და სწორედ იქ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება შედგა, სადაც ძალიან ცნობილ გოგოებთან ერთად, - ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე („მის საქართველო“) მეც გამოვედი... მაშინ მივხვდი, რომ ეს ის სფერო და საქმე იყო, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა... საერთოდ, როცა რამეს აკეთებ, ნებისმიერ პროფესიაში ასეა, - უნდა გიყვარდეს, გულით აკეთო და შენი მოწოდება უნდა იყოს. ასე ადამიანს ყოველთვის კარგი შედეგები აქვს. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დროს სხვანაირად დავიწყე ჩემი თავის შეფასება და დაფასება" - ამბობდა კრისტი.