ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამჯერად ქრისტინე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: "ლამაზი და შარმიანი გოგოები"- წერენ კომენტარებში.
ქრისტინემ მუსიკალურო კარიერა ბავშვობაში, "ბასტი-ბუბუში" დაიწყო, პარალელურად კი ბალეტით იყო დაკავებული. აქტიური სოლო-კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო - ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ოთხი გოგო" (4G).
მუსიკალური კარიერის პარალელურად, ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი. მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“. 2018 წელს ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის ფილმში "ხიდი", სადაც პარტნიორობას მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ზუზუ ბეჟაშვილი და სხვა არაერთი ცნობილი მსახიობი უწევდა.
ქრისტინე იმედაძის ქორწინება
ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ წელიწად-ნახევარს გასტანა. წყვილს ქორწინებიდან ჰყავს გოგონა ტაისია.
ქრისტინეს შესახებ არაერთი ჭორი აგორებულა. ამბობდნენ, რომ მომღერალს ერთ-ერთი ცნობილ ქალის მეუღლესთან ჰქონდა რომანი. თუმცა ქრისტინემ ეს ჭორი ინტერვიუში უარყო:
"საერთოდ, ხომ ამბობენ, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო. ეგ არის არასწორი მიდგომა. არსებობს ჭორები, რომლებიც არის გამიზნული და ჰაერიდან ითხზვება. იმ ადამიანს უბრალოდ არ ვიცნობ და თუ შემხვედრია, იმ მეუღლესთან ერთად" - ამბობდა ქრისტინე.