ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარი გროგოლია 35 წლის გახდა.
ინგა შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ულოცავს.
„ჩემი სიყვარული 35 წლის გამიხდა. მართლა ბედნიერი დედა ვარ, რომ ჩემს შვილად გაჩნდა. შვილიცაა ჩემი, დედაც, მამაც, დაქალიც, ძმაკაციც და ეხლა უკვე ნინიას დედიკოც.
მარუსას გაუმარჯოს, ყველაზე მაგარ გოგოს პლანეტაზე, ყველაზე საიმედოს. როგორც დიანა ეძახის, ჩემს შაქრო მალადოის. ქალიც ესაა ოჯახში და კაციც“, – წერს ინგა გრიგოლია.
ინგა გრიგოლია
ქართველი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაიბადა 1971 წლის 8 მარტს თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა ტელევიზიებში: „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“. იყო ტელეგადაცემების – „პირველების“, „რეაქციისა“ და თოქ-შოუ „იმედის კვირის“ ავტორი და წამყვანი. ამჟამად არის „TV პირველის“ გენერალური პროდიუსერი. 2016 წლიდან ამავე ტელეკომპანიის გადაცემა „დღის ამბებისა" და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი. დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ კუჭის ოპერაცია გაიკეთა, რისკენაც მან ახალმა ამპლუამ - ბებიობამ უბიძგა:
„ბებიობის შემდეგ მივხვდი, რომ სიახლეები მჭირდებოდა. წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა მეტი ენერგია მქონოდა. ორთვე-ნახევარში 15 კილო დავიკელი და ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ, კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება მაქვს გეგმაში. იმიტომ, რომ ნინასთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორც მარიამისთვის იყო დედაჩემი“, - ამბობდა ინგა.