"არაფერია ბედნიერ ქალზე ლამაზი" - შორენა ბეგაშვილის ემოცია ჰერმესის ჩანთის მიღებისას - Marao

"არაფერია ბედნიერ ქალზე ლამაზი" - შორენა ბეგაშვილის ემოცია HERMES-ის ჩანთის მიღებისას

2024-11-05 12:23:40+04:00

შორენა ბეგაშვილი იტალიაში, ვენეციაში მოგზაურობს და კადრებით საკუთარ გამომწერებს ისევ ანებივრებს.

მდიდრული მოგზაურობიდან შორენამ გაგვიზიარა ემოციები, როდესაც მან ძვირადღირებული HERMES-ის ჩანთა შეიძინა. 

  • საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა გაჩნდა პატარა არსება" - შორენა ბეგაშვილის ფოტოები არქივიდან 
  • "არ ვიცი, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს“ - შორენა ბეგაშვილის მიმართვა 

რატომ არის განსაკუთრებული ეს ჩანთა? 

Hermes-ის ჩან­თე­ბის ის­ტო­რია 1837 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც ბრენ­დი თავ­და­პირ­ვე­ლად ცხე­ნის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწარ­მო­ებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ჰერ­მეს­მა" გა­ფარ­თო­ე­ბა გა­და­წყვი­ტა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შექ­მნა და­ი­წყო. Birkin-ის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია ბა­ზარ­ზე, 1980-იან წლებ­ში შე­იქ­მნა, რო­დე­საც ბრი­ტა­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა ჯეინ ბირ­კინ­მა დი­ზა­ი­ნე­რის­გან ჩან­თის შექ­მნა მო­ი­თხო­ვა, რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­უ­რი და ამა­ვე დროს ელე­გან­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და.

Hermes-ის ჩან­თე­ბის ფა­სე­ბი იც­ვლე­ბა მო­დე­ლი­სა და მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჩან­თე­ბის ფასი იწყე­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სი­დან და შე­იძ­ლე­ბა ასო­ბით ათას დო­ლარ­საც მი­აღ­წი­ოს, რაც მათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტა­ტუ­სის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს.

ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი მო­დე­ლია Herbag Zip, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 2 600 დო­ლა­რი ღირს. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კი Himalaya Birkin 30, რო­მე­ლიც ნი­ლო­სის თეთ­რი ნი­ან­გის ტყა­ვით მზად­დე­ბა და გა­ფორ­მე­ბუ­ლია ბრი­ლი­ან­ტე­ბი­თა და 18-კა­რა­ტი­ა­ნი თეთ­რი ოქ­როს ელე­მენ­ტე­ბით. ამ ჩან­თის ფასი აუქ­ცი­ონ­ზე 380 000 დო­ლარ­საც აღ­წევს.

შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა. 

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.