"მარტივი და ლამაზი" - ანა შელიას შთამბეჭდავი ფოტოსესია - Marao

"მარტივი და ლამაზი" - ანა შელიას შთამბეჭდავი ფოტოსესია

2024-11-05 15:23:20+04:00

ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

ამჯერად ანა ქართული ბრენდის meraki-ს სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. ყველა აღნიშნავს, რომ მოდელი შესანიშნავად გამოიყურება:

  • ცნობილი მშობლები, სპორტსმენი მეუღლე და წარმატებული კარიერა - ანა შელია 
  • "გენეტიკის ძალა" - მოდელი ანა შელია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

ანა შელიას მეუღლე 

ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. ლაშა 1992 წლის 30 ივნისს თბილისში დაიბადა. 2012 წელს საფრანგეთში გუნდ „მონტპელიეს“ შემადგენლობაში ჩაირიცხა, 2 წლის შემდეგ კი ასევე ფრანგულ „ბეზიერსში“ გადაბარგდა.ანა შელიამ და ლაშა ლომიძემ 2019 იქორწინეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-8 ნომრისა და ცნობილი მოდელის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლიდა. სამოდელო კარიერა ანა შელიამ 14 წლის ასაკში დაიწყო.

ის ჯერ თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­მო­ვი­და, შემ­დეგ კი თურ­ქულ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან Option Model Management ორ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ანას კა­რი­ე­რა­ში პა­უ­ზა აქვს. ლაშა ლო­მი­ძე ამ­ჟა­მად ფრან­გუ­ლი "ბე­ზი­ერ­სის“ ღირ­სე­ბას იცავს.