მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი ქალები - Marao

მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი ქალები

2024-11-05 17:40:04+04:00

“ქართველ ქალებს ფრანგი ქალები ვერ შეედრებიან” – ასე ახასიათებს ევროპელი მოგზაური ოსკარ კოსბი ქართველ ქალებს. წაროგიდგნეთ მე-20 საუკუნის გამორჩეულ ქართველ ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში განსაკუთრებული კვალი დატოვეს: 

  • ცხოვრება ჩადრის გარეშე: როგორ შეცვალა რელიგიურმა რევოლუციამ ირანში ქალთა უფლებები 
  • XX საუკუნის 10 ყველაზე გამორჩეული ქალი 

 

  • ეკატერინე თარხნიშვილი

გასული საუკუნის დასაწყისში, 1905 წელს, პარიზში, ულამაზესი ქართველი ქალი, ეკატერინე თარხნიშვილი, პირველი "მის ევროპა" გახდა.

პირველი მის ევროპა კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა, გრიგოლ თარხან-მოურავის ოჯახში. ოჯახი სააკაძის შთამომავლად ითვლებოდა. ეკატერინე 1903 წელს განათლების მისაღებად პარიზში დედასთან ერთად გაემგზავრა და სილამაზის კონკურსში მონაწილეობაც დედის რჩევით მიიღო.

  • თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე 

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე, პატივცემული ჯორჯაძეებისა და ვაჩნაძეების გვარის შთამომავალი, იყო. ქართველი ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ხატავდა. თამარი იყო ცნობილი სცენოგრაფი, წიგნის ილუსტრატორი და მხატვარი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მე-20 საუკუნის ევროპულ კულტურაში. 

  • ელენე დარიანი

დიდი ხნის განმავლობაში ელენე დარიანი ითვლებოდა პაოლო იაშვილის ლიტერატურულ მისტიფიკაციად, რომელსაც პოეტმა 14 ლექსი მიაწერა. ლექსების უმეტეს ნაწილში მკაფიოდ იკვეთება რომანტიკულ-ეროტიკული შინაარსი. 1990-იან წლებში საარქივო მასალებზე მუშაობისას წარმოიშვა მოსაზრება, რომ ელენე დარიანის ფსევდონიმით წერდა რეალურად არსებული პიროვნება — ელენე ბაქრაძე, რომელსაც პაოლო იაშვილთან რომანტიკული და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა.

  • მერი შერვაშიძე

მისი მოგზაურობა დაიწყო სანქტ-პეტერბურგში, სადაც იმპერატორი ნიკოლოზ II მოხიბლული იყო მისი  სილამაზით და პირველად, რომ უნახავს უთქვამს: “რა სილამაზეა, ასეთი მომხიბვლელი სილამაზე!” მალე მერი იმპერატორის დედის ფრეილინა გახდა. თუმცა, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მერის ოჯახს მოუწია დაბრუნებულიყო საქართველოში, სადაც მერი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტზე, გიგუშა ერისთავზე დაქორწინდა.

  • მელიტა ჩოლოყაშილი

მელიტა 1895 წელს საგარეჯოში დაიბადა. ის იყო ილია ჭავჭავაძის ნათლული და ტიციან ტაბიძის მუზა, ასხივებდა სილამაზესა და ნიჭს, იპყრობდა პოეტებისა და ხელოვანების გულებს. მის სახლში გამართულ სალონურ შეხვედრებზე ნახავდით: გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილსა და სხვებს.