"გისურვებთ ჩემს მიმართ გაცემული სითბო, სურვილი და სიყვარული ასმაგად დაგიბრუნდეთ უკან" - ნინი ქარსელაძე - Marao

"გისურვებთ ჩემს მიმართ გაცემული სითბო, სურვილი და სიყვარული ასმაგად დაგიბრუნდეთ უკან" - ნინი ქარსელაძე

2024-11-06 16:15:07+04:00

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს სიყვარულისთვის მადლობას უხდის.

"ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, უსაზღვრო სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის და ბევრი პოზიტივისთვის. ბოდიშს გიხდით, თუ ვინმეს კითხვას ან მიწერილს ვერ გამოვეხმაურე. 

საკმაოდ ბევრი იყო და ვერ გამოვხატე თქვენ მიმართ საკმარისი სიყვარული. მაგრამ ახლა ამ ფორმით გეუბნები მადლობას!

ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია - თქვენი სიყვარული ყველაფერზე ძვირფასია. მიყვარხართ ყველა. გისურვებთ ჩემს მიმართ გაცემული სითბო, სურვილი და სიყვარული ასმაგად დაგიბრუნდეთ უკან" - წერს ნინი ქარსელაძე.

  • ნინი ქარსელაძე ქმართან დაშორების შესახებ: "ეს გზა მარტივი არ არის, ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს" 
  • ანასტასია ხაჩიძე 18 წლის გახდა: "18 წელია, ვამაყობ შენით და ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ვიამაყებ!" 

ნინი ქარსელაძე 5 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს და­შორ­და. ამის შესახებ თავად ნინიმ დაწერა სოციალურ ქსელში.

როგორც მომღერალი წერდა, დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ საუბრობს, რომ საკუთარ თავს სცემს პატივს.

ერთ-ერთი გამომწერის კითხვის საპასუხოდ ნინიმ აღნიშნა „დიახ, გავშორდი უკვე, დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი არ არის, მაგრამ მთავარია მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს.

მომავალში შვილის ყოლას, რა თქმა უნდა ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა“,- წერს ინსტაგრამზე ნინი ქარსელაძე.