"3 წლის გახდა ვიკი კოდუა" - ალექსანდრა პაიჭაძის ქალიშვილი იუბილარია - Marao

"3 წლის გახდა ვიკი კოდუა" - ალექსანდრა პაიჭაძის ქალიშვილი იუბილარია

2024-11-06 17:10:21+04:00

ალექსანდრა პაიჭაძისა და ბიზნესმენ დავით კოდუას შვილი, ვიქტორია სამი წლის გახდა. მოდელი შვილს დაბადების დღეს ულოცავს და "ინსტაგრამზე" ფოტოებს აქვეყნებს:

"3 წლის გახდა ვიკი კოდუა. გვიყვარხართ და თქვენი გულითადი და კეთილი სურვილების მაგნიტები ვართ, მადლობა!"

  • „საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა" - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა დაშორდნენ 
  • "ნახვამდის სიყვარულო, გამარჯობა ვნება" - ალექსანდრა პაიჭაძის ვიდეო გადასაღები მოედნიდან 

ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და  გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.

„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.