წლების წინ ნინი ბადურაშვილის ქორწინებას მართლაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თუმცა ნინიმ თავის რჩეულთან - რუსეთში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენსა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძესთან ძალიან მცირე ხანს იცხოვრა.
ირაკლი კუტალაძის ოჯახი
წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს, ირაკლიმ კვლავ რუსეთს მიაშურა, ნინი კი საქართველოში დარჩა და აქვე ზრდის საერთო შვილს - ელენეს.
ნინისთან დაშორების შემდეგ ირაკლიმ მალევე იპოვა ახალი სიყვარული. მისი მეორე ნახევარი ირინა შინკარევაა, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად გამოხატავს ქართველი მეუღლისადმი სიყვარულს.
წყვილს 8 წლის წინ ეყოლა ქალიშვილი მარია, რომელიც პატარაობიდან გააცნო მამამ უფროს დაიკოს და ახლაც ცდილობს, დებს ურთიერთობა ჰქონდეთ.
მარია ტანვარჯიშითაა გატაცებული და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.
სპორტულ სფეროში აქვს წარმატებული კარიერა თავად ირაკლის, რომელიც რუსეთის წყალბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრია და ორგანიზაცია "მოსკვოვის წყლის პოლოს კავშირის" ხემძღვანელი. აქტიურადაა დაკავებული სპორტის ამ სახეობის განვითარებით და ხშირად უხდიან მადლობებს იმ წარმატებებისთვის, რომლებსაც აღწევს თავის გუნდთან ერთად.
დაათვალიერეთ ფოტოები