თეონა თავართქილაძე სოციალურ ქსელში მაკა ასათიანთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს.
„მიყვარხარ“, – წერს თეონა ფოტოზე.
მაკა ასათიანი
მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. მისი პერსონის გარშემო საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი.
მაკა წლების მანძილზე მერაბ ჟორდანიას მეუღლე გახლდათ და თბილისში ცხოვრობდა. წყვილს ქორწინებიდან ორი ვაჟი, კახი და ლევანი ჰყავს.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ერთი პერიოდი ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.
მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ.
მაკა ასათიანი ქართულ მედიასთან თითქმის აღარ ჩნდება.ის არც სოციალურ ქსელშია აქტიური. მაკა ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ოჯახის სიწმინდის დღეზე იხილა, სადაც ის შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. მის ჭაღარა თმას დიდი განხილვაც მოჰყვა, თუმცა აღნიშნავენ, რომ წლები და შევერცხლილი თმა მაკა ასათიანის სილამაზეს ვერაფერს აკლებს.