"ულამაზესი" - ეკა დალაქიშვილი პატარა ილას ფოტოებს აქვეყნებს - Marao

დათო ხუჯაძის უმცროსი ქალიშვილის ფოტოები: ეკა დალაქიშვილი პატარა ილა ხუჯაძის კადრებს გვიზიარებს

2024-11-07 12:23:48+04:00

ცოტა ხნის წინ დათო ხუჯაძე მესამედ დაქორწინდა და მესამე შვილი შეეძინა.მომღერლის მეორე მეუღლე ეკა დალაქიშვილი იყო, რომელთანაც მას ერთი გოგონა ჰყავს. ამჯერად ეკა შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. არნიშნავენ, რომ პატარა ილა ძალიან ჰგავს მამას: 

  • დათო ხუჯაძე მესამედ დაქორწინდა - ვინ არის მომღერლის რჩეული? 
  • "პატარა პრინცესა" - დათო ხუჯაძის უმცროსი ქალიშვილის ულამაზესი ფოტოები 

დათო ხუჯაძე

დათო ხუჯაძე 1975 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობისას შექმნა ჯგუფი "ფლეში", მოგვიანებით კი ჯგუფის "სახე" წევრი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სოლო-კარიერა დაიწყო. მისი სიმღერის "მახინჯი ვარ“ კლიპი 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს. მომდევნო წლებში კი მან კარიერა რუსეთში გააგრძელა. 

დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.

„დათო საზღვარგარეთ იყო წასული და რამდენიმე თვე არ მყავდა ნანახი. მეგობრისთვის უკითხავს ჩემი თითის ზომა და ბეჭედი შეუძენია. რომ დაბრუნდა და შევხვდით, პატარა ყუთი გამომიწოდა. გავხსენი და ძალიან ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი დამხვდა, მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან და ვერ მივხვდი, ეს მხოლოდ საჩუქარი იყო თუ კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეტყობა, იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა და მითხრა: კი, ეს იმას ნიშნავს, რასაც შენ ფიქრობ – მინდა, ჩემი მეუღლე იყოო. აღმოჩნდა, რომ დროს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება დიდი ხანი იცნობდე ადამიანს და ვერ ამოიცნო, ან მოკლე პერიოდში მიხვდე, რომ ეს ის არის“, - იხსენებდა ეკა. 

დათოს და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა შეეძინათ. 

მომღერალმა  მესამედ თაკო თუხაშვილზე იქორწინა. მათ ერთი ვაჟი, თემიკო ხუჯაძე ჰყავთ.