"სილამაზის ფასი" - სახის ლიფტინგის საშინელი შედეგი - Marao

"სილამაზის ფასი" - სახის ლიფტინგის საშინელი შედეგი

2024-11-07 14:01:31+04:00

ყოფილი მოდელი ქეით პრაისი პაპარაცებმა ლონდონის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს - როგორც ფოტოებიდან ჩანს, პრაისმა ცოტა ხნის წინ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, შედეგი კი, არც ისე სახარბიელოა.

როგორც ცნობილია, მოდელმა სახის ლიფტინგში10 000 ფუნტი გადაიხადა. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.

  • მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი ქალები 
  • ბავშვობის რთული წლები, პატიმრობა და ბრძოლა უფლებებისთვის: როზა პარკსი, როგორც ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დედა 

აღსანიშნავია, რომ ქეითისთვის ეს მეექვსე სახის ლიფტინგია. მოდელს 5 შვილი ჰყავს, რომლებიც დედის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ბოლო ოპერაციის შემდეგ საშინლად გამოიყურება. 

ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ ცოტა ხნის წინ განუცხადა ჟურნალ Closer-ს : „ბავშვი წუხს დედამისის კოსმეტიკური ოპერაციის გამო და ფიქრობს, რომ ქალს გარშემო არავინ არ ჰყავს, ვინც სიმართლეს ეტყვის."