„რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის აზრი, რომ შეიძლება უსარგებლო ვიყო: განათლებული და ბრწყინვალედ პერსპექტიული შუა საუკუნეების ქალად გადავიქცევი.“ - სინამდვილეში „ბრწყინვალედ პერსპექტიულზე“ ბევრად მეტი იყო, მაგრამ ხანმოკლე და ტრაგიკულმა ცხოვრებამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შანსი არ მისცა. რამ აიძულა ახალგაზრდა პოეტი, ასე ღრმად გადმოეცა პირადი ტკივილი, რა იმალება მისი შემოქმედების მიღმა? და მაინც, ნაადრევი გარდაცვალების მიუხედავად, სილვია პლათი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად ითვლება.
ციტატები
- მომწონდა კრიტიკულ მომენტებში ხალხის ყურება. ავტოკატასტროფას, ქუჩის ჩხუბს ან ლაბორატორიის კოლბაში დასპირტულ ემბრიონს ისე გულდასმით ვაცქერდებოდი, რომ საკუთრი განცდა სამუდამოდ მამახსოვრდებოდა. ასე ბევრი ისეთი რამე შევიცანი, სხვანაირად რომ ვერ აღმოვაჩენდი და მაშნაც კი, როცა ეს აღმოჩენა სახტად მტოვებდა ან ცუდად მხდიდა, დაკვირვებას განვაგრძობდი, თავს არ ვარიდებდი.
- მძულს ხალხის ჯგუფებთნ ლაპარაკი. როცა ჯგუფს მივმართვ ყოველთვის ვინმეს ვირჩევ და იმას ველეპარაკები; და რომ ველაპარაკები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დანარჩენები ამით სარგებლობენ და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებან. ისიც მძულს, ხალხსი მომღიმარი სახით რომ გეკითხება, როგორ ხარო, და მოელიან რომ ეტყვი ”გმადლობთ, კარგად”, მაშინ როცა იციან, რომ თავს საშნლად გრძნობ.
- ბევრი საჩუქარი არ მსურს, წელს მაინც. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ შემთხვევით ვარ ცოცხალი.
- მამა მჭირდება. დედა მჭირდება. ვიღაც ჩემზე უფროსი და ჭკვიანი მჭირდება, ვისთანაც ცრემლს დავღვრი. ღმერთს ვესაუბრები, თუმცა ცა ცარიელია...
- ხვალინდელი დღე კიდევ ერთი დღეა, რომელიც სიკვდილს გვაახლოებს.