წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც.
ლიკუნამ შეძლო, რომ გატაცება, რასაც ვიდეოების გადაღება, საკუთარი ყოველდღიურობისა თუ სტილის სხვებისთვის გაზიარება ჰქვია, პროფესიად ექცია და დღეს მასთან არაერთი დიდი თუ მცირე კომპანია და ბრენდი თანამშრომლობს. ის ახლა პარიზის მოდის სკოლაში სწავლობს და პარიზშივე ცხოვრობს, იქ გადაღებულ კადრებს კი სხვადასხვა პლატფორმაზე გამომწერებს ხშირად უზიარებს.
გასაკვირი არ არის, რომ თავად მოდელი განსაკუთრებული სტილითა და ესთეტიკით გამოირჩევა. მისი "ლუქები" ბევრი გოგოსთვის შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ. ლიკუნა არ ერიდება ექსპერიმენტებს და ეს ექსპერიმენტებიც ყოველთვის ამართლებს - მშვენიერი მოდელი ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.
ლიკუნას გარეგნობით წლებსი წინ ცნობილი სერიალის მსახიობიც აღფრთოვანდა. მაშინ, როცა საქართველოში სტუმრად სერიალ "გაქცევის" გმირი დომინიკ პარსელი ჩამოვიდა, ყველას ეგონა, რომ მას აქ გადაღებები ჰქონდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ექსკლუზიურად ლიკუნას სტუმრობდა.
"დომენიკი ხუთი წლის წინ „ინსტაგრამით“ გავიცანი. ზუსტად მაშინ ვუყურებდით „გაქცევას“ და მისი ფანი ვიყავი. მივწერე: „ჰაი“, მიპაუხა. ძალიან გამიხარდა, გავგიჟდი... ვლაპარაკობდით და მერე მითხრა: ალბათ ყალბი ინსტაგრამი გაქვს, ასეთ გოგოს ბევრი გამომწერი უნდა გყავდეს, არ მჯერა, რომ ნამდვილი ხარო და სკაიპში დამირეკა. მერე დავმეგობრდით, ხშირად ვკონტაქტობდით. ამასობაში ხუთი წელი გავიდა. გადაწყვიტა, ჩამოსულიყო და პირადად ვენახე", - იხსენებდა ლიკუნა.
ლიკუნა ცნობილი ადვოკატის, ამჟამად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შალვა ხაჭაპურიძის შვილია.
შალვა ხაჭაპურიძე 1966 წელს ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა სასულიერო პირის - მღვდელ ისაია ხაჭაპურიძის ოჯახში. მეუღლე, დიანა ხოფერია, შალვაზე 14 წლით უმცროსია. პირველი შვილი, ლიკუნა ხაჭაპურიძე 1996 წელს შეეძინათ. წყვილს ლიკუნას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს - გურამი და მარიამი.
"დიანა ხოფერია "KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. დიანას აქვს იურისტად მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება, იგი სპეციალიზირდება კორპორატიული და სახელშეკრულებო სამართლის დარგში" - ვკითხულობთ შალვა ხაჭაპურიძის იურიდიული კომპანიის ვებგვერდზე. როგორც ჩანს, ის მეუღლის კომპანიაში მუშაობს.
ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში იქორწინა. მისი მეუღლე სანდრო ჭანტურია გახლდათ.
„ყოველდღე, წინა დღეზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი. შენზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია… ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!“ - წერდა მაშინ მოდელი.
წყვილის ქორწინებამ 3 წელს გასტანა, ისინი 2023 წელს ერთმანეთს დაშორდნენ: "მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რა ხდება, უბრალოდ, გააგრძელე! არასოდეს დანებდე! როდესაც ასრულებ ურთიერთობას, შენ უბრალოდ ადამიანს კი არ კარგავ, კარგავ გეგმებს, მოლოდინებს, შენს ნაწილს კარგავ, რადგან შენი ის ვერსია, რომელიც სხვა ადამიანთან ერთად არსებობდა, იმავენაირად ვეღარ იარსებებს. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გატეხილი, რადგან შენ დაკარგე მეწყვილე, მაგრამ ასევე დაკარგე შენი ნაწილიც. შენ მხოლოდ ის ადამიანი არ გენატრება, შენ საკუთარი თავიც გენატრება“, - წერდა მოდელი.
მიუხედავად განქორწინებისა, ლიკუნა სოციალურ ქსელებში კვლავ ყოფილი მეუღლის გვარით იძებნება.
განქორწინების რთული პერიოდის შემდეგ, მოდელმა მოახერხა, რომ აქტიური ცხოვრება გაეგრძელებინა და ახალი სიყვარულიც იპოვა, რომელთან ერთადაც ახლა საფრანგეთში ისვენებს და კადრებს მეგობრებსაც უზიარებს.

@likunasss lol. Have a great day everyone! #fyp #frenchpolynesia🇵🇫 #summertime #summervibes ♬ Me Gustas Tu - Manu Chao