სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წელს, ჰოლანდიაში დაიბადა. იგი პროფესიით იურისტია და თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე. სანდრა საქართველოს პირველი ლედის ტიტულს ყველაზე დიდხანს ატარებდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, სანდრა პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა მეუღლეს ყოველთვის მხარში ედგა.
საქართველოში
მიხეილ სააკაშვილს შეხვდა 1993 წელს სტრასბურგში. მოგვიანებით, იმავე წელს ნიუ-იორკში გადადიან, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. 1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობს თბილისში.
რულოვსსა და სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟი, ედუარდი და ნიკოლოზი.
1999 წლიდან 2003 წლამდე რულოვსი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის მოწვეული ლექტორი და ჰოლანდიური რადიოს რადიოკორესპონდენტი. მშობლიური ჰოლანდიის გარდა , რულოვსი საუბრობს ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ქართულ ენაზე.
რულოვსმა საქართველოს მოქალაქეობა 2008 წლის იანვარში მიიღო და ჰოლანდია-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.
ქველმოქმედება
1998 წელს რულოვსმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი SOCO, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ ევროპის, ქართული კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებული პროგრამების განხორციელებას და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდაჭერას. SOCO აქტიურად ზრუნავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ბავშვთა კეთილდღეობაზე საქართველოში. 2007 წელს რულოვსმა დააარსა რადიო მუზა, პირველი ქართული რადიო, რომელიც ეძღვნება მხოლოდ კლასიკურ მუსიკას.
რულოვსმა საქართველოში ჩამოაყალიბა ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამები, ასევე პრენატალური სკრინინგი.
პირადი ცხოვრება
2023 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ".
ცოტა ხნის წინ სანდრამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ მან იმიჯი სრულიად შეიცვალა. ფოტოს ათასამდე კომენტარი აქვს.
ცნობილია, რომ სანდრა რულოვსი საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას და როგორც ამბობენ, შეყვარებულია. ვინ არის ლედის რჩეული, ამაზე თბილისში უკვე ბევრს საუბრობენ, თუმცა როგორც ჩანს, თავად არ სურს ამ ეტაპზე, რომ ახალი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ისაუბროს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი რჩეული ქართველი არ არის.