მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.
მსახიობი და წამყვანი ასევე ბევრ დროს ატარებს ქალიშვილებთან პირველი ქორწინებიდან, რომლებიც ანისთანაც მეგობრობენ და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
ანი ბებია და ილო ბეროშვილი
"მე და ილომ ერთად იმდენი რამე გავიარეთ, რომ ასე მგონია, 10 წელია ერთად ვართ. ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს. თვითონ ილოს როცა მოუნდება და მზად იქნება, თვითონ ისაუბრებს საჯაროდ. მე სრულიად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის გმირი. ვთვლი, რომ ურთიერთობაში ერთი მხრიდან არასდროს უშვებენ შეცდომას. როცა ერთი უშვებს შეცდომას, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია მეორის მხრიდანაც.
არ მინდა პრობლემებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპზე შევძელით ყველაფერი გადაგველახა და ბედნიერები ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, შეცდომები ყველას მოსდის და მერე ჩვენ ამ შეცდომებს ერთმანეთს ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, ეს უკვე ცალკე თემაა. ურთიერთობაში რთული პერიოდიც გვქონია, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გადავლახეთ.
რა თქმა უნდა, შეგიძლია მეუღლის გარეშეც იცხოვრო, მაგრამ როდესაც ადამიანი დარწმუნებული ხარ, რომ ამ სამყაროში მეორე ნახევარი გყავს, ხვდები, ის ან შეგხვდება, ან არა. თუ შეგხვდა, ძალიან გაგიმართლა, ანუ უკვე ერთი მთლიანობა ხართ; სხვა შემთხვევაში, ნახევარი ხარ, "ნახევრად" ცხოვრება კი ძალიან რთულია. ზოგჯერ ჰგონიათ, მეორე ნახევარი ნაპოვნი ჰყავთ, მაგრამ ასე არ არის...
თუ ოდესმე ქორწილი გვექნება ან თუ ქორწილი არ გვექნება, ჯვარს მაინც დავიწერთ. ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს მთაში და კონკრეტულად ღოლოიანში ან არსებობს მეორე ვერსიაც – საზღვარგარეთ რომელიმე ლამაზ ეკლესიაში. ქორწილი არც მე მიყვარს და არც ილოს. არ გვიყვარს, როდესაც ეს დღე უაზრო ღრეობაში გადაიზრდება ხოლმე, ამიტომაც ვერასოდეს წარმომიდგენია ჩვენი ქორწილი ასეთ გარემოში.
რაც შეეხება ჩვენი ქორწილის თუ ჯვრისწერის გადადებას, სიმართლე გითხრათ, ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ალბათ უბრალოდ ვერ მოვიცალეთ ამისთვის. ჯვარი რომ არ გვაქვს დაწერილი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაში სიმყარე არ გვაქვს და ჩვენს გრძნობებში ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული. ამის გარეშეც კარგად ვგრძნობთ თავს, თუმცა ღვთისგან დალოცვა უფრო კარგია ყველაფრისთვის. ერთ მშვენიერ დღეს მართლაც უნდა მოვიცალოთ. დღეიდან ინტენსიურად ვიფიქრებ ამ საკითხზე" - ამბობდა ანი ბებია ერთ-ერთ ინტერვიუში.