ქართველი რეჟისორი დავით იმედაშვილი და მისი ცოლი, ანა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. წყვილი ამ ეტაპზე ამერიკაში ცხოვრობს.
დავით იმედაშვილი
დავიტ იმედაშვილი 1979 წლის 23 აპრილს დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი.
ცნობილი ნამუშევრებია „ოცნების ქალაქი“ (2009) და „ვისი სული გსურს“ (2016). აგრეთვე არის ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი.
პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „ოცნების ქალაქი“, 2009 წელს გადაიღო. 2016 წელს მისი რეჟისურით ეკრანებზე ახალი რომანტიკული კომედია და ფენტეზი — „ვისი სული გსურს“ გამოვიდა.
2011 წელს იყო ქართულ-ამერიკული თრილერი ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ენდი გარსია, ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და სხვები.
დავით იმედაშვილს 3 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს.
საერთო გადაცემა
წყვილმა ერთობლივი გადაცემა „ინფლუენსერი“ წამოიწყეს. მათი გადაწყვეტილება და ახალი გადაღებები სოციალურ ქსელში თავის სწორად წარმოჩენას უძღვოდა. რეჟისორმა ფოტოხელოვნებაც შეისწავლა და გადაცემის მსვლელობისას ულამაზეს მეუღლეს ფოტოსესიებს უწყობდა. მათი გადაცემის სტუმრები პოპულარული ბლოგერები და წარმატებული „ინფლუენსერები“ იყვნენ.
პირადი ცხოვრება
ანა რეჟისორის რიგით მესამე ცოლია და წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ. „ის ის იყო კორონამ შემოგვიტია, ფორიაქი და ბრაზი მემატებოდა, რომ ანა მომადგა და მეუბნება: დავით, მოემზადე, მეოთხე შვილის მამა ხდებიო", - წერდა დათო იმედაშვილი სოციალურ ქსელში.