"მიმაჩნია, რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ მთელს მსოფლიოსა თუ გალაქტიკაში!" - თათა გიორგობიანი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

"მიმაჩნია, რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ მთელს მსოფლიოსა თუ გალაქტიკაში!" - თათა გიორგობიანი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

2024-11-11 10:51:56+04:00

მომღერალი თათა გიორგობიანი მეუღლეს, კონსტანტინე მოსიძეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს:

„დღეს ჩემი ადამიანის დაბადების დღეა!.

მიმაჩნია, რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ მთელს მსოფლიოსა თუ გალაქტიკაში!

შენ ხარ ჩემი იმედი, ჩემი მოტივაცია და ჩემი საუკეთესო მეგობარი.

მიყვარხარ სიგიჟემდე და მგონი იმის იქითაც!.

ბედნიერი და მადლიერი ვარ, თითოეული შენთან გატარებული წამისთვის!

უფალი გფარავდეს მუდამ“, – წერს თათა გიორგობიანი.

  • "საუკეთესო წყვილი" - თათა გიორგობიანი რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 
  • "ამაზე ლამაზი, ალბათ, დედამიწის ზურგზე არაფერია" - თათა გიორგობიანის ზღაპრული ფოტოესისა მეუღლესთან ერთად 

თათა გიორგობიანი 

ცოტა ხნის წინ მომღერალს ხელი სთხოვეს. თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

პირველად "სკაიპში" დავრეგისტრირდი. უბრალოდ მაინტერესებდა, რა იყო. ძირითადად, მეგობრებთან "ვჩათაობდი" (იღიმის)... შემდეგ, რაც საქართველოში პოპულარული იყო, ყველა სოციალურ ქსელში ვიყავი დარეგისტრირებული, თუმცა ისე ბევრ დროს არ ვუთმობდი, როგორც ახლა. დღეს საკმაოდ აქტიურად ვიყენებ "ინსტაგრამს", "ფეისბუკს" და "ტიკ-ტოკს". "ტიკ-ტოკზე" აქტიურობა არ მინდოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს პლატფორმა თინეიჯერებს შორის საკმაოდ პოპულარულია. აქ დარეგისტრირების მიზეზი და მიზანი ის იყო, რომ მინდოდა, ბავშვებს დავხმარებოდი: ფსიქოლოგიური მიმართულებით. ჩემი პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც ვიდეოს სახით ვაქვეყნებ ხოლმე, ალბათ, ყველაზე საჭირო ამ "პლატფორმაზეა"... დიდ პრობლემას წავაწყდი:

ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი მაინც სტერეოტიპულად აზროვნებს. ჩემგან გაუჭირდათ არა მხოლოდ იმის მიღება, რომ ფსიქოლოგი გახლდით, არამედ - საერთოდ, განათლებული რომ ვიყავი. საზოგადოებამ იუხერხულა, რომ ლამაზი გოგო მაკიაჟის და თავის მოვლის შესახებ კი არ გასცემს რჩევებს, არამედ - ეგზისტენციალური თემების შესახებ, თუმცა აბსოლუტურად გავიაზრე, რომ ეს ჩემი პრობლემა არ იყო: ეს არის მათ თავში არსებული შინაგანი კონფლიქტი, რადგან მათ გონებაში არსებობს ეს სახე, ხატი, რომ ლამაზი გოგო სულელი უნდა იყოს, თორემ ეს ვინ დააწესა? ესაა სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ ფეხმოკიდებული, გავრცელებულია. ყველაზე მეტად სასაცილო ასეთი კომენტარებია: "მოდი, რა, სიბრძნეს თავი დაანებე" ან "არ გიხდება განათლებულობა" (იცინის). ეს კომენტარები კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ჩემი რჩევები მეტად საჭიროა, მით უმეტეს - მათთვის, ვინც ასეთ "ჩარჩოებში" აზროვნებს. ვფიქრობ, ხალხის დახმარებით, საკუთარ თავსაც ვეხმარები - ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, სასარგებლო ვიყო. ჩემს პროფესიულ არჩევანსაც სწორედ ამას ვუკავშირებ. პრინციპში, მუსიკითაც იმავეს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ფსიქოლოგია კიდევ უფრო ღრმა და აკადემიურია. აკადემიურ განათლებას და ამ ტიპის საქმიანობას ყოველთვის დიდ პატივს ვცემ" - აღნიშნავდა თათა გიორგობიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.