შენი ქვეყნის ისტორიის ცოდნა ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში წამყვან როლს ასრულებს. ამ პროცესის ნაწილია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა უკვდავი ნაწარმოებებიც, რომლებიც მუდამ ეხმიანება თანამედროვე რეალობას და ჩვენი ახლანდელი გამოწვევების გამოძახილია, ოღონდ წარსულიდან.
ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკა და მოთხრობები ყველა თაობის სახელმძღვანელოს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ორიენტაციისა და რეალური პრობლემების გამორკვევისთვის, ამიტომაც „პალიტრა L-ი“ კლასიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა შემოქმედებას ყოველწლიურად გამოსცემს.
გამომცემლობა აქტიურად ზრუნავს დოკუმენტური ლიტერატურის გამოცემაზეც. ამის მაგალითა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტის გამოცემაც, რომელზეც მისმა შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იმუშავა.
როგორც ისტორიული ლიტერატურა, ისე ქართველი კლასიკოსების შემოქმედება იქნება წარმოდგენილი „თბილისის წიგნის დღეებზე“, რომელიც 15-17 ნოემბერს გაიმართება „ექსპო ჯორჯიაში“. წიგნები „პალიტრა-ის“ კუთხეში სპეციალურ ფასად დაგხვდებათ.
წიგნი „პალიტრა L-მა“ 2023 წელს გამოსცა. პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ბიოგრაფიულ პორტრეტზე წელიწად ნახევარი მუშაობდა. საბოლოოდ კი საზოგადოებას წარედგინა წიგნი, რომელიც ბევრ კითხვას უპასუხებს.
თვითონ ზვიად გამსახურდიამ მემუარების სრულყოფილად შედგენა ვერ მოასწრო, ამიტომ ფართო საზოგადოებას არ მიეცა საშუალება, პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის ცხოვრების სრული სურათი დაენახა. კონსტანტინე გამსახურდია დეტალურად გაეცნო პრეზიდენტის გამოსვლებს, მის ნაშრომებს, ინტერვიუებს, მოგონებებსა და დოკუმენტურ მასალას, ყველაფერი შეკრიბა მის შესახებ და ბიოგრაფიული წიგნის სახით გამოსცა.
დონალდ რეიფილდის ეს წიგნი პირველად 2012 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. ნაშრომი ემყარება ცნობილ და აღიარებულ ისტორიულ წყაროებს, ბიზანტიელ და სომეხ ჟამთააღმწერელთ ცნობებს, გვიანდელი ხანის ირანელ და თურქ ისტორიკოსთა თარგმნილ ტექსტებს, 1783-1917 წლების რუსულ არქივებს, საქართველოს სსრ კომპარტიისა და შსს-ს არქივებში დაცულ მასალებს.
ჯაბა სამუშიას მიერ მომზადებული „დიდგორის ბრძოლა“ „პალიტრა L-მა“ 2021 წელს, ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენიდან 900 წლისთავზე გამოსცა.
წიგნი დიდგორის ბრძოლას ახალი რაკურსით დაგანახებთ. ეს არის ახალი კვლევები ჩვენი ქვეყნის მთავარი მოვლენის შესახებ.
აკაკი წერეთლის ისტორიული რომანი ბაში-აჩუკი, 1659 წლის კახეთის აჯანყებას ეხება. რომლის დროსაც, მთელი საქართველო გაერთიანდა სპარსეთის წინააღმდეგ.
„კაცია-ადამიანი?!“ ეპიგრაფით იწყება: „მოყვარეს პირში უძრა- ხე, მტერს – პირს უკანაო“. ამ ტექსტს ილია უწოდებს „გონიერ ანდაზას“ და მაშინვე გვაგრძნობინებს, რომ „არაგონიერი“ ანდაზებიც არსებობს. საერთოდ, ილიას ქართული ხალხური შემოქმედებისადმი აღტაცებული და უკრიტიკო დამოკიდებულება არ აქვს, ბევრ ანდაზას უბრალოდ, დასცინის. მთავარი ამ ეპიგრაფში უნდა იყოს სიტყვა „მოყვარე“. ლუარსაბი „მოყვარეა“ და მას პირდაპირ, პირში უნდა უთხრა სიმართლე, როგორც ახლობელს.
დანიელ ჭონქაძის ამ მოთხრობას საფუძვლად დაედო თქმულება სურამის ციხის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შენობის კედელში ჩაყოლებულია დედისერთა ვაჟი ზურაბი.
ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. პირველი რეჟისორმა ივანე პერესტიანმა 1922 წელს გადაიღო, მეორე - სერგო ფარაჯანოვმა 1984 წელს.
არ გამოტოვო ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება, ესტუმრე „თბილისის წიგნის დღეებს“ და შეავსე ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებით.
R