ანუკი არეშიძეს სოციალურ ქსელსა თუ მის მიღმა ბევრი იცნობს. ის განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“ და გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. დიდ სიყვარულს იმსახურებს ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის უმცროსი შვილის, ნიკოლასის ვიდეოებიც.
ამჯერად დედასთან ერთად გადაღებულ კადრს ყველაზე უფროსი, ბუბუ კალაძე გვიზიარებს.
კახა კალაძის ოჯახი
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარ ვლოგში კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე: "კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით - როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება... ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი... პირველი წელიწად-ნახევარი მილანში ვცხოვრობდით", - ამბობს ანუკი.
"მილანში როგორც მოდელი, ისე ჩამოვედი და სულ ვფიქრობდი, ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე-მეთქი, დეპრესიული და ნაცრისფერი იყო ჩემთვის ყველაფერი. მერე გავიცანი კახა... პირველი წელიწად-ნახევარი აქ ვცხოვრობდით, პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, კახა სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რა რთული პერიოდი გავიარე, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება...
ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები მე ამ ქალაქში გავიარე, ყველაფერი აქ დაიწყო. ენა ჩემით ვისწავლე, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ბევრს დამცინოდნენ, მაგრამ არ მქონდა მაგის კომპლექსი და არ გავჩერებულვარ", - იხსენებს ანუკი არეშიძე.