ახალი ცხოვრება, განსხვავებული სტილი და ფოტოები მოგზაურობიდან: ნინი ქარსელაძის კადრები - Marao

ახალი ცხოვრება, განსხვავებული სტილი და ფოტოები მოგზაურობიდან: ნინი ქარსელაძის კადრები

2024-11-12 10:27:55+04:00

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს.

მომღერალი ულამაზესია და საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებს იმსახურებს:

  • ნინი ქარსელაძე ქმართან დაშორების შესახებ: "ეს გზა მარტივი არ არის, ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს" 
  • "გისურვებთ ჩემს მიმართ გაცემული სითბო, სურვილი და სიყვარული ასმაგად დაგიბრუნდეთ უკან" - ნინი ქარსელაძე 

ნინი ქარსელაძის ქმარი

ნინი ქარსელაძე 5 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს და­შორ­და. ამის შესახებ თავად ნინიმ დაწერა სოციალურ ქსელში.

როგორც მომღერალი წერდა, დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ საუბრობს, რომ საკუთარ თავს სცემს პატივს.

ერთ-ერთი გამომწერის კითხვის საპასუხოდ ნინიმ აღნიშნა „დიახ, გავშორდი უკვე, დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი არ არის, მაგრამ მთავარია მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს.

მომავალში შვილის ყოლას, რა თქმა უნდა ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა“,- წერდა ინსტაგრამზე ნინი ქარსელაძე.