"ყოველთვის ლამაზი და დახვეწილი" - ნინა ცქიტიშვილის ულამაზესი ფოტოსესია - Marao

"ყოველთვის ლამაზი და დახვეწილი" - ნინა ცქიტიშვილის ულამაზესი ფოტოსესია

2024-11-12 11:15:15+04:00

ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის,  ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.

ამჯერად ნინა ახალ ფოტოს აქვეყნებს:

  • "საქართველოს გემი ევროპისკენ დაძრულია" - რა ფოტოებს აქვეყნებს ნინო ცქიტიშვილი 
  • "როგორი ლამაზი და დახვეწილია მუდამ" - ნინა ცქიტიშვილი იდეალურ ფორმაშია 

ნინო ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი 

ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. თბილისის “მართვე” (1990-93), თბილისის “კაქტუსი” (1993-95), ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” (1995-96), თბილისის “ვითა” (1996-97), ბულგარეთის “ვარნა” (1997-98), თურქეთის “კარშიაკა” (1998), ესპანეთის “ლოს ბარიოსი” (1999), ისრაელის “ჰერცელია” (1999-2000), ბათუმის “ბასკო” (2000-01), პორტუგალიის “ოლივეირენშე” (2001-03), საფრანგეთის “დიჟონი” (2003-იდან), საქართველოს ნაკრების წევრი (1994 - 2007).

ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (2004), საფრანგეთის  თასის და სუპერთასის მფლობელი (2006), პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (2002, 03), პორტუგალიის თასის ორგზის (2002, 03) და სუპერთასის მფლობელი (2003), ბულგარეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1998), საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1996, 97, 01). პორტუგალიისა (2002) და ბულგარეთის (1998) ჩემპიონატების საუკეთესო კალათბურთელი.