5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახურ საღამოებს გაგიხალისებთ - Marao

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახურ საღამოებს გაგიხალისებთ

2024-11-12 14:25:28+04:00

სამაგიდო თამაშები დროის მხიარულად და სასიამოვნოდ გატარებისა და ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოების საშუალებაა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია სხვადასხვა თაობას, რაც მათ შორის მეტი კავშირის აღმოჩენასა და საერთო ინტერესების პოვნას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის სამაგიდო თამაშები ოჯახური საღამოების საუკეთესოდ გატარების შესაძლებლობა. 

გთავაზობთ 5 სამაგიდო თამაშს, რომელსაც ოჯახის ყველაზე პატარა წევრებთან ერთად მარტივად ითამაშებთ.

თითოეული მათგანის შეძენას  „თბილისის წიგნის დღეებზე“ სპეციალური ფასდაკლებით შეძლებთ. ღონისძიება 15-დან 17 ნოემბრის ჩათვლით „ექპო ჯორჯიაში“ გაიმართება. თამაშები კი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კუთხეში დაგხვდებათ. 

  • პერსონა

სპე­ცი­ა­ლუ­რად UNFPA-ს (გა­ე­რო-ს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი) პრო­ექ­ტის­თვის შე­იქ­მნა და დაიბეჭდა სა­მა­გი­დო თა­მა­ში „პერ­სო­ნა“, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ახალ­გაზ­რდე­ბის ჩართულობა­სა და დის­კუ­სი­ის და­წყე­ბას ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა გენ­დერუ­ლი სტერეოტიპე­ბი, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა და ა.შ. თა­მა­ში უკვე პო­პუ­ლა­რო­ბით სარგებლობს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებში. 

ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი თა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ადამიანე­ბი ჩარ­ჩო­ებს მიღ­მა და­ი­ნა­ხონ, გა­ი­აზ­რონ ის ბა­რი­ე­რე­ბი, რო­მელ­თაც სტე­რე­ო­ტი­პე­ბი (თუნ­დაც გენ­დერუ­ლი) უქ­მნით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბისა და ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის პროცესში. „პერ­სო­ნას“ გავ­ლით შეძლებთ დაიწყოთ დის­კუ­სია სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ირ­გვლივ და ახალ­გაზ­რდებს მისცეთ ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა ბა­რი­ე­რებს შე­იძ­ლე­ბა აწყდე­ბოდ­ნენ ისი­ნი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გამო.

თამაშის ფასი „თბილისის წიგნის დღეებზე“ 45 ლარის ნაცვლად 25 ლარი იქნება. 

  • ინოვატორი

„ინოვატორი“ დაგეხმარებათ თქვენში გამომგონებლის ნიჭი აღმოაჩინოთ. ეს სამაგიდო თამაში უამრავ იდეას მოგაფიქრებინებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველას, ვინც „ინოვატორის“ სათამაშო დაფის გარშემო შეიკრიბებით. ითამაშეთ და იხალისეთ! რაც მთავარია, მოფიქრებული იდეებით შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაშიც დიდი ინოვატორი გახდეთ!

თამაშის ღირებულება „პალიტრა L-ის“ სივრცეში 49,95 ლარის ნაცვლად 35 ლარი იქნება. 

  • ლოტო - რიცხვები

ითამაშეთ რიცხვების ლოტო - სახალისო-შემეცნებითი სამაგიდო თამაში, რომელიც პატარებს ძალიან გაუადვილებს რიცხვების შესწავლას და რაც მთავარია, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იქნება. 

„თბილისის წიგნის დღეებზე“ თამაშის ფასი 37,95-ის ნაცვლად 20 ლარი იქნება. 

  • ფაზლი - შვლის ნუკრის ნაამბობი

„შვლის ნუკრის ნაამბობი“ ყველა თაობისთვის ემოციური ნაწარმოებია, რომელიც არასდროს გვავიწყდება. შეგვიძლია, ვაჟა-ფშაველას ეს მოთხრობა პატარებს წავუკითხოთ, შემდეგ კი მათთან ერთად ეს 60-ნაწილიანი ფაზლი ავაწყოთ და ვიმსჯელოთ პერსონაჟებზე.

მისი ღირებულება 17,95 ლარის ნაცვლად 12 ლარი იქნება. 

  • ფაზლი თოვლის გუნდა და მისი მეგობრები

თოვლის გუნდა ასევე ყველა თაობის საყვარელი პერსონაჟია. მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც თითოეული ჩვენგანი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლაც უყვართ პატარებს, ეცნობიან გუნდას ახალ თავგადასავლებს და თამაშობენ მისი შთაგონებით შექმნილი სათამაშოთიც.

ფაზლი თოვლის გუნდა და მისი მეგობრები, რომელიც 60 ნაწილისგან შედგება, შეგიქმნით საახალწლო განწყობას და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ თქვენს პატარებთან ერთად.

„თბილისის წიგნის დღეებზე“ ფაზლის ღირებულება 17,95 ლარის ნაცვლად 12 ლარი იქნება. 

არ გამოტოვოთ მთავარი ლიტერატურული ღონისძიება და შეავსეთ თქვენი წიგნებისა და სამაგიდო თამაშების მარაგი განსაკუთრებულ ფასად. 

R