მეგან ფოქსი ორსულადაა, 38 წლის მსახიობი შვილს კოლსონ ბეიკერისგან ელოდება. ფოქსმა სასიხარულო ამბავი „ინსტაგრამის“ საშუალებით შეატყობინა საზოგადოებას.
„არაფერი არ ქრება უკვალოდ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება“, - წერს მეგანი.
ეს წყვილის პირველი საერთო შვილი იქნება. მეგანს წინა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, კოლსონს კი ერთი.
მეგან ფოქსის სკანდალი
სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი და სუპერმოდელი, მეგან ფოქსი სკანდალში გაეხვა, როცა ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რობი სტარბაკმა მოდელისა და მისი სამი შვილის ფოტო გამოაქვეყნა. სტარბაკი წერდა, რომ ის მეგან ფოქსის მეზობლად ცხოვრობს და მათი შვილები პარკში ერთად თამაშობენ. მეგან ფოქსს სამი ვაჟი, ნოა, ბოდი და ჯორნი ჰყავს. სტარბაკი კი ამტკიცებდა, რომ ორი მათგანი მოწყენილი იყო იმის გამო, რომ დედა მათ გოგოს ტანსაცმლის ჩაცმას აიძულებდა, ძიძა კი მათ გამხნევებასა და დამშვიდებას ცდილობდა. სტარბაკი აღნიშნავს, რომ ეს ბავშვებზე ძალადობაა და მათ დახმარება სჭირდებათ.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში თავად მეგან ფოქსი გამოეხმაურა და პოსტის ავტორს საჯაროდ მიმართა. როგორც მეგანი წერს, ეს არასერიოზული ინფორმაციაა:
"მე ნამდვილად არ მინდა ამისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან ცხადია, რომ ეს თქვენი ფანტაზიაა, მაგრამ ერთ რამეს გასწავლით...
მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრის, ძალაუფლების, წარმატებისა თუ დიდების მოსაპოვებლად შეიძლება ყველაფერი გააკეთოთ, არასდროს გამოიყენოთ ამისთვის ბავშვები, როგორც ბერკეტი, განსაკუთრებით კი ბოროტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ჩემი შვილების გენდერული იდენტობის გამოყენებამ თქვენს კამპანიაში, რომლითაც ყურადღების მიქცევა გსურდათ, არასწორ გზაზე დაგაყენათ.
მე არაერთხელ გამკიცხეს იმის გამო, რომ ვარ არასაიმედო, ნარცისი, სუსტი, მაგრამ მე მაინც აქ ვარ!" - წერდა მეგან ფოქსი სოციალურ ქსელში.