ჩვენს დროში, ინტერნეტის დამსახურებით, ძვირად ღირებული მოდური ჟურნალების შეძენა სულაც აღარაა საჭირო შესაფერისი სტილის აღმოსაჩენად, ისინი დღესდღეობით უკვე სოციალურმა ქსელმა ჩაანაცვლა. თუ "ინსტაგრამზე" გემოვნებიან და დახვეწილ მოდის მიმდევარ გოგონებს „გამოიწერთ“, ტრენდული სამოსის განსხვავება არ გაგიჭირდებათ.
წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც.
„მის საქართველო 2012“, "მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის აუდიტორიას ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, ასევე, თავის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს.
ინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი. ნინი საზოგადოების ყურადღებას თასი სტილითაც იქცევს.
შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა.
ომახიანი ხმა, დადებითი განწყობა და უზადო გარეგნობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რითიც თიკა ფაცაცია უამრავი ადამიანის გულის მოგებას უკვე არაერთი წელია წარმატებით ახერხებს.
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ია ფარულავა არაერთი წელია, ბევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად რჩება. მისი განსაკუთრებული გარეგნობით საზღვრებს გარეთაც ბევრი აღფრთოვანდა. მათ შორის იყო ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.
ნინო ნადირაძე, ცნობილი მეუღლისა და ოჯახიდან გამომდინარე, უკვე არაერთი წელია ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სამედიცინო საქმიანობის პარალელურად კი ის ერთ-ერთი თოქ-შოუს წამყვანიცაა ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. ნინოს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ ძალიან უყვარს თავის მოვლა და და ახალი სამოსის შეძენა. მის გარდერობში უამრავ ბრენდულ კაბას, პიჯაკს, ჩანთასა თუ ფეხსაცმელს ნახავთ.