წარმატებული ქართველი დიზაინერები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნეს - Marao

წარმატებული ქართველი დიზაინერები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნეს

2024-11-12 16:49:55+04:00

მსოფლიოს მოდის ინდუსტრია არაერთ ქართველ დიზაინერს იცნობს. კრიტიკოსები, ბლოგერები და საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ თბილისს, ქართული ბრენდების დასათვალიერებლად ბოლო დროს შოპინგ-ტურებიც ეწყობა.

დემნა გვასალია

დემნა გვასალიამ პარიზში, "მარჯიელას" ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს. 

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე, პატივცემული ჯორჯაძეებისა და ვაჩნაძეების გვარის შთამომავალი, იყო. ქართველი ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ხატავდა. თამარი იყო ცნობილი სცენოგრაფი, წიგნის ილუსტრატორი და მხატვარი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მე-20 საუკუნის ევროპულ კულტურაში. 

რია ქებურია

  • სტელა მაკარტნის ცხოვრების მთავარი იდეა: "ჩემთვის სილამაზის ეტალონია ქალი, რომელიც საკუთარი თავით ბედნიერია" 
  • ქართველი დიზაინერის დიდი წარმატება - David Koma იტალიური ბრენდის, BLUMARINE-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა 

"ჩემი ბრენდი კონცეპტუალური იქნება, - გაანდო მომავალი გეგმები ჟურნალ Interview-ს რედაქტორს რიამ. - მსურს მოდას მეტი ხელოვნება შევძინო". არჩეული გზა ნამდვილად მოუტანს ქებურიას დიდ წარმატებას, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოდისა და ხელოვნების სიმბიოზი - უკანასკნელი წლების მთავარი ტენდენცია გახლავთ.

ნიკოლოზ ბრეგაძე

ქართული ხელნაკეთი სათვალეების ბრენდი NIKOLO BREGA 7 წლის წინ გაჩნდა და დღეს უკვე თბილისში ერთი მაღაზიით და აშშ-ში 3 შოურუმითაა წარმოდგენილი. 

"რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ამერიკაში 3 შოურუმი გვაქვს: 2 ნიუ იორკში, 1 - ლოს-ანჯელესში. რაც შეეხება ცნობილ სახეებს, ამერიკელ მსახიობ ემ ჯეი როდრიგესს, მსახიობ და ტელეწამყვან კაილი ჯენერს და ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს ჩვენი სათვალეები“, - აცხადებს ნიკოლოზ ბრეგაძე.

გურამ გვასალია

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, ძმე­ბი დემ­ნა და გუ­რამ გვა­სა­ლი­ე­ბი, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - დემ­ნა, რო­მე­ლიც Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია. წლე­ბის წინ დემ­ნამ და გუ­რამ­მა ერ­თად და­ა­არ­სეს მო­დის სახ­ლი VETEMENTS. ბი­ჭე­ბი სო­ხუმ­ში და­ი­ბად­ნენ. მერე მცი­რე ხანს, ომის შემ­დეგ, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ კი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვიდ­ნენ.

დევიდ კომა

დევით კომამ ხატვისა და ტანსაცმლის შექმნის ნიჭი რვა წლის ასაკში აღმოაჩინა. თავისი ინტერესების მისაღწევად, დავითმა სახვითი ხელოვნება შეისწავლა სანქტ-პეტერბურგში. ის ასევე მონაწილეობას იღებდა დიზაინერულ კონკურსებში 13 წლიდან და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა.

გიორგი ქებურია

გიორგი ქებურიას დიზაინით შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი საკმაოდ პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსს, აქსესუარებსა თუ ფეხსაცმელებს მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის, ისევე, როგორც ფოტოსესიებისთვის ხშირად ირჩევენ. 

ქებურიას დახვეწილი დიზაინითა და ორიგინალური სტილით შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი არაერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: რიანა, ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი, კენდალ ჯენერი და სხვები.