"ასეთი ვარ 6 თვის ორსული" - გვანცა დარასელია წლების წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"ასეთი ვარ 6 თვის ორსული" - გვანცა დარასელია წლების წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

2024-11-13 11:00:50+04:00

გვანცა დარასელია სოციალურ ქსელშიც აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს. ამჯერად გვანცა გამომწერებს წლების წინ გადაღებულ ფოტოს უზიარებს:

  • "ულამაზესი ოჯახი" - გვანცა დარასელია მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 
  • "წონასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, ბუნებრივად ასეთი ვარ და ჩემი თავი ასეთი მომწონს" - გვანცა დარასელია 

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია 1989 წელს დაიბადა. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყაროზე". 2008 წლიდანვე მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ცოტა ხნის წინ კი, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეკრანიდან გაუჩინარების ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გვანცა ,,პირველ არხზე” გამოჩნდა მუსიკალური შოუ “ვოისის” წამყვანად. ამ ნაბიჯებით წერტილი დაუსვა კარიერულ სტაბილურობას და პერიოდული ცვლილებების რეჟიმში გადავიდა. როგორც “სარკესთან” თავად ამბობს, მუდმივად სიახლეების მოლოდინში იქნება და ეს ძალიან მოსწონს.

"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.