მოდელ თიკო ჩხეიძის ცხოვრება ხშირად გამხდარა განხილვის საგანი. გამორჩეული გარეგნობის მქონე ქალი საზოგაოების ინტერესს ყოველთვის იმსახურებდა.
თიკო წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებულ მოდელად ითვლებოდა, თთუმცა ოჯახის შექმნეის შემდეგ კარიერას ცამოშორდა.
ოჯახი ან კარიერა
"ეს მაშინ მოხდა, როცა ჩემი კარიერა პიკში იყო. ოჯახი ავირჩიე და გავთხოვდი. მოცემულობა ასეთი გვქონდა, მეუღლე საზღვარგარეთ თამაშობდა. ორივეს ისეთი კარიერა გვქონდა, დიდ ჩართულობას და აქტიურობას მოითხოვდა და ამიტომ რომელიმეს უნდა დაგვეთმო. სიყვარული ისეთი გრძნობაა, სხვა ყველაფერს ბინდი ეფარება, ამიტომ მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია. თუმცა, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, შეიძლებოდა, ერთიც ყოფილიყო და მეორეც. თუმცა, არასდროს ვნანობ წარსულის გადაწყვეტილებებს. ყოველთვის შეგიძლია იქიდან დაიწყო, სადაც გაჩერდი და შენს საქმეშიც ბედნიერი იყო.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ყველაფერს ვახერხებ, ოჯახშიც და კარიერაშიც. მთელი დღე გადარბენაზე ვარ, მაგრამ როდესაც ორივე ერთადაა, ალბათ, უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, მეტი მოტივაციაც გაქვს, ტვინიც აქტიურად მუშაობს და პროცესიც მიდის, რაც მუდმივ სიახლეებს გულისხმობს. ეს შეუქცევადი პროცესია, რომელსაც სიამოვნებით მიყვები."
მეუღლე
ნუკრი რევიშვილმა კარიერა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი იყო თემურ ნადირაძე. თავდაპირველად ნუკრი „ტორპედოს“ დუბლებში გამოდიოდა, მაგრამ 2005 წელს, 18 წლის ასაკში, „ტორპედოში“ იური კვერნაძის მოსვლის შემდეგ იგი გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდა. ჯამში 14 მატჩი ჩაატარა მშობლიურ გუნდში. 2006 წელს ქართველი ფეხბურთელი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, მაგრამ ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა – სულ 7 მატჩი ჩაატარა 3 წლის მანძილზე.
რევიშვილის სანაკრებო კარიერა ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშით დაიწყო, 17 წლამდელთა ნაკრებში მან 1 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 19 წლამდელთა ნაკრებში 6, ხოლო 21 წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა ყაზახეთის წინააღმდეგ. იმ მატჩში ნუკრიმ მშრალად დაიცვა კარი .შემდეგ იყო დიდი ხნის უთამაშებლობის პერიოდი კლუბში და აქედან გამომდინარე სანაკრებო პაუზა, თუმცა მაჰაჩყალის „ანჟიში“ კარიერის აწყობის და ნაკრებიდან გიორგი ლომაიას წასვლის შემდეგ რევიშვილი ნაკრების ნომერი პირველი მეკარე გახდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ნუკრი რევიშვილი საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გახდა. ევროპის ლიგაზე „დილას“ სახელით წარმატებით ასპარეზობის შემდეგ ისევ დაიბრუნა ნაკრებში პირველობა, რომელიც დროებით თბილისის „დინამოს“ მეკარის გიორგი ლორიას ხელში იყო.