საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მეუღლე, მოდელი ელენე ეპიტაშვილი იუბილარია. ელენე სოციალურ ქსელში მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებს.
მეუღლეს საჯაროდ, სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს გიორგი მამარდაშვილის და „ინსტაგრამის“ სთორიში ელენეს ფოტოებს აქვეყნებს.
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრების სიყვარულო“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.
გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.
ცოტა ხნის წინ წყვილმა სასიხარულო სიახლე გვიზიარა, ისინი პირველ შვილს ელოდებიან, მოგვიანებით სქესის გაგების გრანდიოზული ცერემონიაც მოაწყვეს და გაირკვა, რომ ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.