"ჩემი მზე" - ნუცა ქავთარაძე პატარა სანის ვიდეოს გვიზიარებს - Marao

"ჩემი მზე" - ნუცა ქავთარაძე პატარა სანის ვიდეოს გვიზიარებს

2024-11-14 10:50:50+04:00

მსახიობისა და ტელეწამყვანის, არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ვაჟი, ალექსანდრე 2021 წლის გაზაფხულზე დაიბადა. სანი სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მის ფოტოებს არჩილისა და ნუცას გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან.

ამჯერად, ნუცა სანის ახალ ვიდეოს გვიზიარებს:

  • "ბედნიერება ეს არის" - ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის ოჯახური იდილია 
  • "მხიარული არდადეგები" - არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ზაფხულს მეგობრებთან ერთად ატარებენ 

ნუცა ქავთარაძე

ნუცა ცნობილი მსახიობის და რეჟისორის, გოგი ქავთარაძის შვილიშვილია:

“სულ ვამბობ, რომ ძალიან არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. როდესაც სადღაც ვარ რეალურ ცხოვრებაში და ყურადღების ცენტრში ვარ, ეს ძალიან არ მსიამოვნებს. როდესაც იციან, რომ გოგი ქავთარაძის შვილიშვილი ვარ, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩე. ამიტომაც ვცდილობდი არ გაეგოთ, რომ მისი შვილიშვილი ვარ.

მინდოდა მცოდნოდა, რომ ვიღაცამ იმიტომ არ გამიღიმა და მიმიღო სამსახურში, რომ გოგი ქავთარაძის შვილიშვილი ვარ. ეს დიდი კომპლექსი იყო ჩემთვის. არ მინდოდა ვყოფილიყავი გოგი ქავთარაძის შვილიშვილი, არამედ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი.

როდესაც წამოვიზარდე სულ ვცდილობდი მის გვერდზე ყოფნას. მას ოჯახში ყოფნის დრო არასდროს ჰქონდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ძალიან ვეამაყებოდი და ეს მაბედნიერებდა”, – საუბრობს ნუცა ქავთარაძე.