ზურიკო დავითაშვილის შვილი იუბილარია - პატარა დათი 1 წლის გახდა - Marao

ზურიკო დავითაშვილის შვილი იუბილარია - პატარა დათი 1 წლის გახდა

2024-11-15 10:17:53+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის ვაჟი, უსაყვარლესი დათი ერთი წლის გახდა.

davitashvili

დათიმ უკვე არაერთი მილოცვა მიიღო, მათ შორის, ცნობილი ნათლიისგან, ხვიჩა კვარაცხელიასგან, ნიცა თავაძისგან და მშობლებისგან: 

davitashvili

davitashvili

nitsa

ზურიკო დავითაშვილი

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“, – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

  • "ზღაპრის გმირი - დათი" - ზურიკო დავითაშვილი მამის ამპლუაში და ოჯახური კადრები 
  • მამიკოს გულშემატკივარი - ზურიკო დავითაშვილი უსაყვარლესი დათის კადრებს გვიზიარებს 

ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა: 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი...

ბავშვები ძალიან მიყვარს, ამიტომ მამობას მარტივად შევეგუე... მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები", - ამბობდა ზურიკო. დათი დავითაშვილი საქართველოს ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე დღეს მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია კი ზურიკოს მეგობარი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.