სიახლეები გვანცა დარასელიას ცხოვრებაში: ახალი ამპლუა, ახდენილი ოცნება და ცხოვრება ეკრანს მიღმა - Marao

სიახლეები გვანცა დარასელიას ცხოვრებაში: ახალი ამპლუა, ახდენილი ოცნება და ცხოვრება ეკრანს მიღმა

2024-11-15 11:17:41+04:00

გვანცა დარასელია უკვე არაერთი წელია, ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ის მაყურებელმა 2008 წელს გაიცნო და შეიყვარა, როცა ახალგაზრდა ტელეწამყვანი ეკრანზე პირველად გამოჩნდა. 

გვანცა დარასელია 

გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: "ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები", - ამბობდა გვანცა და დანაპირები მართლაც შეასრულა - მის ცხოვრებაში ახლა არაერთი სიახლეა.

  • „მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე, დროებითი პაუზა მაქვს და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით“- რას წერს გვანცა დარასელია 

"ბედნიერების ახალი ადგილი" - დაწერა გვანცამ და გულშემატკივრებს ამცნო, რომ ის ახლა რადიოს წამყვანის ამპლუაში შეუძლიათ იხილონ. გვანცა "ქალების რადიოს" სახეა და საკუთარ რუბრიკას უძღვება. 

gvanca

  • „ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი... გადამწყვეტ მომენტში ჩემი მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი“ - გვანცა დარასელია 15-წლიანი საქმიანობის დასრულებაზე, ოჯახსა და მეუღლეზე 

გარდა ამისა, გვანცა ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას მისი ოჯახის კიდევ ერთი წარმატების შესახებ საუბრობდა: "ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

  • "ოჯახური პორტრეტი" - გვანცა დარასელია მეუღლესა და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

daraselia

გვანცა დარასელიას პორტრეტი

გვანცა დარასელია 1989 წლის პირველ სექტემბერს დაიბადა. არის ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი. 2008 წელს წარადგინა საქართველო "მის სამყაროზე".  2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. ჰყავს მეუღლე, ბიზნესმენი ვახო მჭედლიძე და ორი შვილი, ერეკლე და ლილე.