ეკო ფანგანის გამორჩეული და დახვეწილი სტილი - Marao

როგორ შეიცვალა უმშვენიერესი წამყვანი წლების მანძილზე: ეკო ფანგანის გამორჩეული და დახვეწილი სტილი

2024-11-15 13:30:15+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი განსაკუთრებული სილამაზითა და გემოვნებით გამოირჩევა. ეკოს სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარ ყოველდღიურობას და რჩევებს ხშირად უზიარებს.

ეკოს გამომწერებში განსაკუთრებულ სიყვარულს იწვევს მისი სტილი და ჩაცმულობა. მოდელი სხვადასხვა დახვეწილ და ელეგანტურ სამოსში ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.

eko_fangani1

eko_fangani2

eko_fangani3

eko_fangani4

  • „დავდივარ ტაძარში, ვვარჯიშობ, არ მომწონს მკაცრი დიეტები“ - ეკო ფანგანის რჩევები და ცხოვრების სტილი 
  • " არ ვნანობ და ასე ამაყად ვყვები ამ ამბავს; ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქალი ვარ, რომელმაც უარი უთხრა" - ეკო ფანგანი იხსენებს, რატომ უთხრა ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარი მსოფლიოს ნომერ პირველ მეკარეს 

ეკო ფანგანი კარიერასა და პირადზე

სულაც არ ვფიქრობ, რომ ტელეწამყვანი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. ისედაც, არ მიყვარს გარეგნობაზე აპელირება და არ ვფიქრობ, რომ სილამაზეს ადამიანის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართალია, ზოგიერთ პროფესიას ეს უფრო მეტად სჭირდება, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანის მონდომება და შრომისმოყვარეობაა. სილამაზის კონკურსშიც კი, სადაც ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვერაფერს მიაღწევ, თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯები. ეს კარგად გავაცნობიერე, როდესაც მოდელობა დავიწყე. მართალია, ეს არც ჩემი პროფესია იყო, არც შემოსავლის წყარო, უბრალო გატაცება გახლდათ, მაგრამ დავრწმუნდი, რა დიდი შრომაა საჭირო, რომ სამოდელო ბიზნესში სახელი მოიხვეჭო და წარმატებას მიაღწიო. მარტო გარეგნობით ამ სფეროში ვერაფერს გახდები, თუ წელში გაწყვეტამდე არ იშრომე – ეს მაშინ, როცა ნულიდან იწყებ, თორემ სინდი კროუფორდის შვილი პოდიუმზე უპრობლემოდ მოხვდა, რადგან ის სინდი კროუფორდის შვილი იყო. როცა ადამიანი ყველაფერს ნულიდან იწყებს, მიზნის მისაღწევად, გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, ტელევიზიაში.

ეკო პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს ერიდება, თუმცა რომანტიკულ ურთიერთობასთან დამოკიდებულებაზე არაერთხელ უსაუბრია:

"პირად ურთიერთობებში რომ გაგიმართლოს, იღბლიანი უნდა იყო: იღბლიანი ადამიანი სიყვარულს უფრო ადვილად იპოვის, მაგრამ როცა იპოვის, მის შესანარჩუნებლად, მთავარი ურთიერთგაგებაა. სიყვარული, მოწონება, ვნება, ინტერესი – ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სხვა გრძნობებით და ემოციებით იცვლება. თუ წყვილს შორის სიყვარული და ურთიერთგაგებაა, იმ თვისებების დათმენას და მიღებასაც შეძლებენ, რომელიც ერთ დროს არ მოსწონდათ. ვგულისხმობ ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობას, რომელშიც სიცრუე, ორპირობა და ღალატი არ არის."