მარია ანტუანეტას ბრილიანტის ყელსაბამი 4,8 მილიონ დოლარად იყიდება - Marao

მარია ანტუანეტას ბრილიანტის ყელსაბამი 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა

2024-11-15 15:38:16+04:00

ყელსაბამი, რომელიც საფრანგეთის დედოფლის მარი ანტუანეტას სიკვდილთან არის დაკავშირებული, აუქციონზე 4,81 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ნამუშევარი დაახლოებით 500 ბრილიანტს შეიცავს და Sotheby's-ის მიერ შეფასებული თანხის ორმაგ ფასში გაიყიდა. სამკაულები ოთხშაბათს საღამოს ჟენევის აუქციონზე იყიდეს. 

"ხალხი არ ყიდულობს მხოლოდ ობიექტს, ისინი ყიდულობენ მთელ ისტორიას, რაც მას ახლავს." - ნათქვამია აუქციონის განცხადებაში. მყიდველის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

marie

მარია ანტუანეტას ყელსაბამი

ყელსაბამი თავდაპირველად ლუი XV-ის ფავორიტს, მადამ დიუ ბარისთვის დამზადდა - ლუი XV 1774 წელს, ყვავილით გარდაიცვალა, მეფის გარდაცვალების შემდეგ, ყელსაბამი იუველირთა მფლობელობაში დარჩა, რადგან მემკვიდრემ, ლუი XVI-მ არ ისურვა მისი შეძენა.

ყელსაბამის ღირებულება 1.6 მილიონ ფრანგულ ლივრს შეადგენდა.  

  • ვინ იყო მადამ ტიუსო და როგორ გამოიყენა გილიოტინაზე სიკვდილით დასჯილთა თავები საკუთარი მუზეუმის გასახსნელად 
  • ქართველი ქმარი, დედის თვითმკვლელობა და მილიარდიანი ქონება - ბარბარა ჰატონი: ერთ დროს ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალი 

1784 წელს, ჟანა ვალუამ, მის საყვარელ, კარმონტელთან ერთად ყელსაბამის შეძენა საფრანგეთის დედოფლის, მარი ანტუანეტას სახელით სცადა - ვალუამ და კარმონტელმა ყალბი წერილი დაამზადეს, სადაც მარია ანტუანეტას სახელით იუველირებს ყელსაბამი შეუკვეთეს.

marie2

ჟანა ვალუამ, როგორც დედოფლის შუამავალმა, იუველირები დაარწმუნა, რომ ყელსაბამი განვადების სახით უნდა გაეცათ დედოფალზე - ყელსაბამი, საბოლოოდ ვალუას ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ბრილიანტები ნახევარ ფასად გაყიდა, რაც საბოლოოდ საჯარო სკანდალად იქცა. 

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ყელსაბამი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ორ მონარქს, 1937 წელს, მარკიზა ლედი ვიქტორიას და 1953 წელს, დედოფალ ელიზაბედ II-ს კორონაციაზე ეკეთა.