"სუხიშვილების" ძველი თაობის ყველაზე გამორჩეული სახე - 60-იანი წლების "დედოფლის", ნინო კირვალიძის პორტრეტი - Marao

"სუხიშვილების" ძველი თაობის ყველაზე გამორჩეული სახე - 60-იანი წლების "დედოფლის", ნინო კირვალიძის პორტრეტი

2024-11-15 16:17:12+04:00

ნინო კირვალიძის სახელი გარდა პროფესიონალიზმისა, ნამდვილ ქართულ სილამაზესთანაც ასოცირდება. ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ძვე­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მოცეკვავე გამოირჩეოდა უზადო გარეგნობით და, როგორც მეგობრები ახასიათებდნენ, საოცრად კეთილი გულით. 

ნინო კირვალიძე

ნინო კირვალიძე 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი იყო. მისი ფოტოები თითქმის ყველა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე ხვდებოდა. ნინომ დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი 1967 წელს. 1958-1985 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე. მისი რეპერტუარიდან აღსანიშნავია: „სამაია“, „დავლური“, „ქართული“, „წყაროსთან“, „ხონგა“, „სიმდი“, „ხაბარდა“, „სადარბაზო“... გარდაიცვალა 2023 წლის 24 იანვარს, 84 წლის ასაკში.

  • "სუხიშვილების" ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მქონე მოცეკვავეები 

ნინო კირვალიძის ცხოვრებაში, კარიერასა და წარმატებაში  მთავარ როლს რომ "სუხიშვილები" თამაშობდა, ამის შესახებ თავადაც საუბრობდა: 

"ნინო რა­მიშ­ვილს სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის თვა­ლი ჰქონ­და. ახ­ლაც მახ­სოვს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, პირ­ვე­ლად რომ შევ­ხვდი - პა­ტა­რა შავი ქუდი ეხუ­რა, წინ ვუ­ა­ლით. მოხ­ვე­დი ჩემ­თა­ნო - მკი­თხა. მე ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ან­სამ­ბლში რომ მოვ­ხვდე­ბო­დი, იქ ფე­რი­ე­ბი ცეკ­ვავ­დნენ და მე ვინ მი­მი­ღებ­ს-მეთქი, ჩემ­თვის გა­ვი­ფიქ­რე. ორ დღე­ში და­მი­ბა­რა, რომ მი­ვე­დი, უკვე ილი­კოს­თან ერ­თად შემ­ხვდა, ილი­კომ შუბ­ლზე მა­კო­ცა და ნი­ნოს უთხრა - და­ა­ყე­ნე ან­სამ­ბლთან ერ­თა­დო. ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ სა­რე­პე­ტი­ციო ფორ­მა არ მქონ­და თან, ერთ-ერთი მო­ცეკ­ვა­ვის "იუბკა" მომ­ცეს და ერთ კვი­რა­ში მთე­ლი პროგ­რა­მა ავით­ვი­სე, ქალი გა­გიჟ­და! ძველ გო­გო­ებ­ში ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­მა­ი­ა­ში ჩა­მა­ყე­ნეს. სა­მა­ი­ას მოჰ­ყვა სო­ლო­ე­ბი ქარ­თუ­ლი სა­დარ­ბა­ზო, ხონ­გა და ა.შ.." - ასე იხსენებდა ნინო კირვალიძე ნინო რამიშვილს. 

ნინო კირვალიძის სილამაზით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ცნობილი სახე მოხიბლულა. ერთ-ერთი მათგანი კი ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნიც ყოფილა. ნინოსა და ჯორჯის შეხვედრა ფირზეც აღიბეჭდა: 

kirvalidze

"ნი­ნო რამიშვილს უთხრა ჩემ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ამ გო­გოს­თან ერ­თად სუ­რა­თი გა­და­ვი­ღოო და წელ­ზე მომ­ხვია ხელი. ეს ფოტო მა­შინ­დე­ლია", - იხსენებდა ნინო კირვალიძე. 

მოგონებები ნინო კირვალიძეზე

"არაჩვეულებრივი მეხსიერების და სასწაული სილამაზის ქალბატონი იყო. საოცარი თვალები ჰქონდა, მომწვანო-მოცისფრო ფერის. უცხოეთში ხალხი დაჰყვებოდა. არ დამავიწყდება, საბერძნეთში გასტროლის დროს, ქუჩაში სიმპათიური, ახოვანი კაცი აგვეკიდა და ნინოს პირდაპირ უთხრა, ცოლად უნდა წამომყვეო. ნინომ უთხრა, ვინ ხართ, ქმარ-შვილი მყავს, თავი დამანებეთო. საღამოს ამ კაცმა კონცერტზე მოიყვანა დედა, და, მამა და მათ უთხრა, ეს ქალი მიყვარს ცოლად უნდა შევირთოო. ძლივს მოვიშორეთ.

  • "ძალიან ადრე დავქვრივდი, ჩემი შვილები ორი და ოთხი წლისანი იყვნენ და ჩვენი პატრონობა სუხიშვილების ოჯახმა ითავა" - იამზე დოლაბერიძე 

იყო თბილი, კეთილი და გამცემი. გარშემო ყველას ასაჩუქრებდა, ყველასთვის ემეტებოდა საჩუქარი. ხელგაშლილი და არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი იყო. კეთილშობილი ნინო... გამოთქმა, ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, ნამდვილად მასზე იყო ნათქვამი. ", - იხსენებდა მოცეკვავე მანანა აბაზაძე ნინო კირვალიძეს. 

"1964 წელს "სუხიშვილები" გასტროლით პერუში ვიყავით. არაჩვეულებრივ სასტუმრო "ბოლივიაში" ვცხოვრობდით. ჩვენთან ერთად იყვნენ ლივერპულელი ბიჭები. ერთი სართულით ზევით ცხოვრობდნენ. "ბითლზი" იმ დროს იწყებდა პოპულარობის აკრეფას. შოკში ვიყავით, როდესაც სასტუმროში სადმე მათთან გადავიკვეთებოდით.

ლიფტით ჩამოვდიოდით მე, ნანა კვაჭანტირაძე და ნინო კირვალიძე. უცებ გაჩერდა ლიფტი, შემოვიდნენ - ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი და ჩვენც გაოგნებულები ვიყავით მათი შემხედვარე და ისინიც.  ნინო ჰყვებოდა, ბიჭები მოგვაჩერდნენ და მათკენ ზურგით იმიტომ დავდექი, თავს ძლივს ვიკავებდი სიცილისგანო. ბიჭებს გრძელი თმა და "ჩოლკა" ჰქონდათ. 

  • ნინო სუხიშვილის სამი ასაკი და ახალი შთამბეჭდავი ფოტოები 

ნომრიდან გასულებს ხან ერთი გვხვდებოდა, ხან - მეორე, ხან- მესამე... ჩვენს მსგავსად კონცერტები ჰქონდათ პერუში.

ერთხელ ნანა კვაჭანტირაძე შეუძლოდ გახდა, ყელი ასტკივდა, ახველებდა. ნომრიდან რძის ამოსატანად გავედი. კიბეზე ჩამოდიოდა მაკარტნი და ისეთ შოკში ვიყავი, შევვარდი უკან, ნომერში და ვიყვირე: ნანა, მაკარტნი შემხვდა-მეთქი. აჟიტირებულები ვიყავით. ჩვენ და "ხოჭოები" თითქმის ტოლები ვიყავით. მათ ყურადღებასაც ვიქცევდით. ყველა ლამაზი, ყველა კარგი ჩაცმული გახლდით და "ბითლზის" ბიჭებიც გვათვალიერებდნენ", - ამბობდა მანანა აბაზაძე.