მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე ია დუდაშვილი სოციალურ ქსელში უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს.
„ჯერ ვერც ნიაკო და ვერც სიდონია ვერ იაზრებს, რომ ეს არის ბედნიერი ბავშვობა, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. ეს ზრუნვა და სითბო აყალიბებს ადამიანებად პატარებს“, – წერს ია დუდაშვილი ინსტაგრამზე.
ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.
ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე
"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.
ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.
ირაკლი ნოზაძე ანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული.წარსული ურთიერთობების შესახებ მას არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ:
„ჩვენი ქორწინება გაგრძელდა წელიწად-ნახევარს. ამ გადმოსახედიდან, ახლა რომ ვუყურებ, რადიკალურად სხვადასხვა ადამიანები ვართ. ეს ოჯახი, ასე ვთქვათ, ვერ „გაქაჩავდა“. იმდენად მძიმედ გადავიტანე, რომ ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. თან, ზუსტად ისეთ ასაკში მოიყარა თავი ამ ყველაფერმა, როცა ინტერესები იყოფა. იყო შეცდომები. დაემთხვა პოპულარობას, მოჰყვა შეცდომები, გაბლატავება. ამ ყველაფერმა დააზიანა ჩვენი ურთიერთობა.
მეორე მეუღლესთან ამეწყო ურთიერთობა, ბევრი ბედნიერი დღე იყო. შეგვეძინა შვილი, პირველი ვაჟკაცი, საამაყო ლუკას ნოზაძე. მერე წავედით ამერიკაში, ორი წელიწადი ნიუ-იორკში ვცხოვრობდით. იქ ყოფნის პერიოდმა ძალიან ბევრი ცუდი დაღი დამიტოვა. აქ რომ დავბრუნდი, თითქოს გვიან მოიქნია ამ ყველაფერმა კუდი…“ - ამბობდა ის.